-
2015-05-13 13:36
„რუსთავი-2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსს გიორგი ლაფერაშვილს სამი ტყუპისცალი შეეძინა. ახალშობილებს ნიკო, ელენე და სანდრო დაარქვეს.
ინფორმაცია გიორგი ლაფერაშვილისა და რუსო კაპანაძის ოჯახში ახალი წევრების მატების შესახებ „რუსთავი-2“-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ხოლო თავად გიორგი ლაფერაშვილმა ცოტა ხნის წინ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ტყუპისცალთა ფოტოები და მიმლოცველებს მადლობა გადაუხადა:
„სიტყვები არ მყოფნის და ემოციებს თავს ვერ ვუყრი. ნიკო, ელენე და სანდრო უკვე ყველამ გაიცანით:) მაგრამ ის რაც ეხლა ხდება ჩემს ტელეფონზე, ფეისბუკზე, მესინჯერში და ასე შემდეგ- ცალკე მაოცებს, მამუნჯებს და კიდევ უფრო მიმძაფრებს ამ გრძნობას. ძალიან დიდი მადლობა ყველას- რა მაგარია რომ ამ პატარა ადამიანებმა უკვე ამდენი ხალხის გახარება შეძლეს. ამდენი კეთილი სურვილების მერე ზუსტად ვიცი, რომ მათ ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან კარგად იქნება...“ - წერს გიორგი ლაფერაშვილი.
„აფხაზეთის ხმა“ ულოცავს გიორგი ლაფერაშვილსა და რუსო კაპანაძეს შვილების შეძენას და ახალშობილებს ჯანმრთელობას, ერთიანი, ძლიერი საქართველოს ღირსეულ მოქალაქეობას უსურვებს.
