
9 მაისს ვაკის პარკში შეკრებილმა საზოგადოებამ, რომლებიც "გეორგიევსკის ლენტების" საწინააღმდეგო კამპანიაში იყვნენ ჩართული, ტრისტან წითელაშვილს აგინეს და საღებავი გადაასხეს.
მოგვიანებით ტრისტან წითელაშვილმა საღებავის მოშორება იქვე შადრევანში სცადა, ხოლო მას შემდეგ, რაც გასასვლელისკენ მიმავალს რვა პოლიციელი აცილებდა, დემონსტრანტთა შეძახილზე "იარაღის ბარიგა!" მათ ბილწი სიტყვებით მიმართა. ტრისტან წითელაშვილი აქციაზე იარაღით იყო მისული.