
ქარვის 35 თვალისგან შემდგარი ძვირფასი ყელსაბამი გახდა საფლავის გაძარცვის მიზეზი ზუგდიდის რაიონის სოფელ ყულიშკარში. მომხდარი ფაქტის შესახებ „ნიუპოსტი“ იტყობინება.
როგორც გაირკვა, სამი წლის წინ გარდაცვლილი ნათია მაქაცარიას საფლავი ღამის საათებში გათხარეს, კუბო ჩაამტვრიეს და ყელსაბამი მოიპარეს. შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს კრიმინალისტებმა, ხოლო მაქაცარიას ოჯახის წევრები დაკითხეს. მიმდინარეობს გამოძიება.