
უკრაინის შს მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე ამბობს, რომ უკრაინის საპატრულო პოლიცია ახალი ფორმითა და განახლებული შემადგენლობით 15 ივნისიდან რამდენიმე დღის შემდეგ გავა კიევის ქუჩებში.
„იმედი მაქვს, კანონმდებლები არ დაგვაღალატებენ და კანონს მანამდე მიიღებენ. 15 ივნისს 2.000 კადეტი სწავლებსი კურსს დაასრულებს და ისინი კიევის ქუჩებში გავლენ. მე უკვე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ რეფორმა შედგა და ის ჩვენ გამოგვივიდა.
რატომ ვამბობ ამას? მე აქ მოვდივარ და ვხედავ, როგორი დაინტერესებულები არიან ეს ადამიანები: ისინი სვამენ კითხვებს, ეძებენ პასუხებს, აქტიურად ერთვებიან განხილვებში... მე მათით უკვე ვამაყობ“, - თქვა ეკა ზღულაძემ.