
უკრაინული „ფორბსის“ რედაქტორი საკმაოდ ორიგინალურად ეხმიანება ფისკალური სამსახურის უფროსად რომან ნასიროვის დანიშვნას და იხსენებს, როგორ გააკრიტიკა ის სამი წლის წინ კახა ბენდუქიძემ, „ფორბს კლუბში“ შეხვედრის დროს.
„ესპრესო ტვ“-მ სოცქსელებში აქტიურობისადმი მიძღვნილ რუბრიკაში, სადაც ეს სტატუსი განიხილა, შესაბამისი ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც კარგად ჩანს მაშინ ჯერ კიდევ ინვესტბანკირის ნასიროვისა და კახა ბენდუქიძის შელაპარაკება, როცა კახა ბენდუქიძე მას ეკითხება, რამდენი გადასახადი არსებობს უკრაინაში, რამდენი შედის ბიუჯეტში ამ გადასახადებიდან, რაზეც ნასიროვი ვერ პასუხობს.
იუზერები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ პირი, რომელიც ასე ცუდად ერკვევა ეკონომიკის ნიუანსებში, ფისკალური სამსახურის უფროსად დაინიშნა.