მოქალაქეთა მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხიდან ნახევარი მილიონი ევრო „სხვადასხვა კონტინენტზე ჭადრაკის განვითარებისთვის“ იხარჯება

Image

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის განცხადებიდან ირკვევა, რომ ლევან ყიფიანის უწყება - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, ფიდესთან (ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია) დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ბიუჯეტის თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს.

 

განცხადებაში მოყვანილია კონკრეტული ამონაწერები ზემოთხსენებული ხელშეკრულებიდან, რომელსაც კომიტეტი „კაბალური პირობებით შედგენილს“ უწოდებს. ერთ-ერთ მუხლად ხელშეკრულებაში ჩადებულია სამინისტროს მხრიდან ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციისთვის 1 150 000 (მილიონ ასორმოცდაათი ათასი) ევროს გადახდა, საიდანაც ნახევარი მილიონი ევრო უნდა მოხმარდეს სხვადასხვა კონტინენტზე ჭადრაკის განვითარების სპეციალურ პროგრამების დაფინანსებას.

 

სპორტის კომიტეტის განცხადებაში, რომელიც სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ, ნათქვამია:

 

„გაუგებარია, ამ ქვეყნის მოქალაქეთა მიერ გადახდილი ათეულობით მილიონი ლარი რატომ უნდა დაიხარჯოს იმ საქმეში, რასაც ჩვენზე გაცილებით დიდი და უზომოდ მდიდარი ქვეყნები არ ხარჯავენ საჭადრაკო ოლიმპიადების სამასპინძლოდ და ეს ყველაფერი, რეალურად, არავითარ უკუგებას არ იძლევა.

 

ეს არ გაუკეთებიათ გერმანელებს, ესპანელებს, იტალიელებს, არც ნორვეგიელებს, რომლებმაც შარშან უმასპინძლეს ანალოგიურ საჭადრაკო ოლიმპიადას და ეს შეძლეს გაცილებით ნაკლები დანახარჯებით. გაუგებარია, რატომ უნდა გადაუხადოს ჩვენმა ბიუჯეტმა ცალკე ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციას (ფიდე) 1 150 000 ევრო, საიდანაც ნახევარი მილიონი ევრო უნდა მოხმარდეს სხვადასხვა კონტინენტზე ჭადრაკის განვითარების სპეციალურ პროგრამების დაფინანსებას (?!)“;

 

ასევე, განცხადებაში მოყვანილია სხვა, გაუმართლებელი ხარჯების ნუსხა:

 

„250 000 ევრო _ „დამატებით ხარჯებს“ (?!), 50 000 ევრო _ ფიდეს ოფიციალური პირების სტიპენდიებს(?!). საქართველოს მხარემ რატომ აიღო პასუხისმგებლობა ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის წინაშე, რომ ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების დელეგაციებს საკუთარი სახსრებით აცხოვრებდა ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროებში და უფრო მეტიც -  მათი თვითმფრინავის ბილეთების ღირებულებასაც (?!) ჩვენი ბიუჯეტიდან გადაიხდიდა.

 

ასევე სერიოზული კითხვები ჩნდება 2017 წელს საქართველოში გასამართი მსოფლიო თასის გათამაშებასთან დაკავშირებით. საქართველოს ბიუჯეტმა რატომ უნდა გამოყოს 1 530 000  ევრო ამ შეჯიბრებაში მონაწილეთა საპრიზო ფონდისთვის და, რეალურად, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის სპონსორად რატომ უნდა მოგვევლინოს? ვის და რის ხარჯზე ვიჩენთ ასეთ გულუხვობას?

 

1 530 000 ევრო, მაგალითად, სრულებით საკმარისია იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას ჩვენი სპორტის უმნიშვნელოვანესი პრობლემა - მოეწყოს და უახლესი ტექნიკით აღიჭურვოს თანამედროვე სამედიცინო პროფილაქტიკურ-სარეაბილიტაციო ცენტრი. სამინისტრო ამ გადაუდებელი საქმის მოსაგვარებლად არაფერს არ აკეთებს, სამაგიეროდ, მზად არის ბიუჯეტის მილიონები უცხოელ მოჭადრაკეებს ჩამოურიგოს“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !