თაღლითური კომპანია თუ საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი: ვის ვუხდით მილიონებს საქართველოს ბიუჯეტიდან

Image

ცნობილი ჟურნალისტი ვლადიმირ ივანიძე მორიგი ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს აქვეყნებს და ასკვნის, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გაპიარებული კონსალტინგური კომპანია, რომელიც, ხელშეკრულების თანახმად, მილიონობით დოლარს საქართველოს ბიუჯეტიდან მიიღებს, სინამდვილეში, შესაძლოა, უბრალოდ, თაღლითური ჯგუფი იყოს.

 

ვლადიმირ ივანიძე წერს, რომ კომპანია "Global Alliance for Health and Social Compact"-ის ვებგვერდზე თავდაპირველად მითითებულ ნომრებზე დარეკვა შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ისინი, უბრალოდ, არასწორად იყო მითითებული, თუმცა, მის მიერ ამ ლაფსუსის გამჟღავნების შემდეგ საიტზე სასწრაფოდ შეიცვალა ნომრები (რასაც ცხადყოფს საძიებო სისტემაში ქეშის სახით შენახული სქრინი, თან ერთვის თავდაპირველი და შემდგომი ვარიანტები - რედ.),uk-kol.jpg

 

 

 

თუმცა, ამით სიტუაცია არ გამოსწორებულა:

 

„ჭორვილის ინტერნეტცენტრმა, რომელიც ჩემს ჩანაწერებს თვალყურს ადევნებს, ნომრები კი შეცვალა, მაგრამ ამით, ფაქტობრივად, მხოლოდ გააურესა მდგომარეობა, რადგან უცვლელად დატოვეს ზედმეტი „0“ კოდის „+44“ შემდეგ. ამ იდიოტებს არ ესმით, რომ უარესი ქნეს, რადგან თუ ზედმეტ „0“ მოვაშორებთ (ის მხოლოდ ქვეყნის შიგნით ნომრის აკრეფის დროსაა საჭირო), მაშინვე გაირკვევა, რომ სინამდვილეში, ტელეფონი, რომელიც "Global Alliance for Health and Social Compact"-ის ვებგვერდზეა მითითებული, ადგილობრივ საბუღალტრო კომპანია „Churchill Accountants“-ს ეკუთვნის", - წერს ვლადიმირ ივანიძე.

 

ვლადიმირ ივანიძე ბრიტანეთის მომხმარებელთა უფლებების დამცველთა ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით ასკვნის, რომ კომპანია "Global Alliance for Health and Social Compact"-ის ვებგვერდზე მითითებული საკონტაქტო ტელეფონები გამოყენებული იყო ოფშორულ ბანკებში ყალბი ანგარიშების გასახსნელად და ყალბი ოფშორული კომპანიების დასარეგისტრირებლად...

 

ამავე მონაცემებს ასახელებს ივანიძე წყაროდ, როცა წერს, რომ ამ მაქინაციების საკოორდინაციო ცენტრი მოსკოვში მდებარეობს და ამატებს, რომ ამის დამადასტურებელი მონაცემები მას უკვე ხელთა აქვს.

 

სანამ ვლადიმირ ივანიძე თავისი ჟურნალისტური გამოძიების მეორე ნაწილს გამოაქვეყნებს, მისივე ნებართვით ვაქვეყნებთ პირველ ჩანაწერს, ანუ, ჟურნალისტური გამოძიების პირველ ნაწილს.

 

"აფხაზეთის ხმა“ ვლადიმირ ივანიძის ჩანაწერის მეორე ნაწილის თარგმანსაც გამოაქვეყნებს.

 

ვლადიმირ ივანიძის ჩანაწერი, ნაწილი პირველი:

 

„2015 წლის აპრილის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა გრძელვადიან ხელშეკრულებას საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლების პროგრამის შემუშავებაზე.

 

7 აპრილს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პირადად შეხვდა „ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტებით“ დაკომპლექტებულ ჯგუფს. მან ხაზიც კი გაუსვა, რომ „თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა და მათი უზრუნველყოფა ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურებით საქართველოს მთავრობის ერთერთი მთავარი პრიორიტეტია“.

 

და ეს ყველაფერი არ არის: „ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობის შედეგად ქვეყანაში ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით ახალი სისტემა ჩამოყალიბდება.“

 

ამ საოცარ შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, რომელმაც დაუყოვნებლივ მოაწერა ხელი კონტრაქტს „საერთაშორისო ექსპერტებთან“.

 

GARIB-EQSPERTEBI1.jpg

 

სხვათა შორის, ქართული პრესა ხელმოწერილ დოკუმენტს სხვადასხვაგვარად მოიხსენიებს. ერთნი წერენ, რომ ეს არის „ხელშეკრულება“ ან „გრძელვადიანი ხელშეკრულება“, მეორენი მას მოიხსენიებენ, როგორც „შეთანხმებას“, მესამენი კი წერენ, რომ ეს არის გლობალური პროგრამა, ჯანდაცვის სისტემის ფუნდამენტურად გაუმჯობესების მიზნით და მოიცავს სახელმწიფო სოციალური დაზღვევის სისტემასაც. რასაკვირველია, მხოლოდდამხოლოდ ხალხის სასიკეთოდ...

 

და ჯერ არც ეს არის ყველაფერი! ივანიშვილის ხელისუფლებისთვის მოვლენის გლობალურ სულიერ მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ „საერთაშორისო ექსპერტები“ მაშინვე პატრიარქ ილია მეორესთან შესახვედრად წაიყვანეს. თავის რეზიდენციაში მან აკურთხა ეს „გრძელვადიანი ხელშეკრულება“ და იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ხალხი მალე კიდევ უკეთ იქნება.

 

მოხუცი გაჭირვებით ამოთქვამდა ფრაზებს. და, გავასწრებ რა მოვლენებს, ვიტყვი, რომ ისინი, ვინც ამ „საერთაშორისო ექსპერტთა შოუს“ ორგანიზატორები იყვნენ, არამარტო მიწაზე დაისჯებიან. თუმცა, მოდით, ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ.

 

ერთადერთი ადამიანი, ვისი ვინაობაც დასახელდა ექსპერტთა ამ ჯგუფიდან, ჟან-ელი მალკინია. ეს კეთილსახოვანი ბატონი სათვალით მთელი თავისი შეხედულებით ნდობას იწვევდა. აი, როგორ წარუდგა ის ქართველ ჟურნალისტებს ხანმოკლე პრესკონფერენციის დროს:

 

„მე დოქტორი ჟან-ელი მალკინი ვარ, Global Alliance for Health and Social Compact-ის პრეზიდენტი. ეს საკონსალტინგო კომპანია ჯანდაცვის მინისტრთან იმუშავებს რათა წინ გაუძღვეს საქართველოს ჯანდაცვის სექტორს. გუშინ ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ჯანდაცვის მინისტრთან, რათა მხარი დავუჭიროთ მთავრობას, და გადავდგათ წინ ნაბიჯები საქართველოს ჯანდაცვის სისტემების გასაუმჯობესებლად“;

 

შემდეგ მალკინმა თქვა: „თვით ის ფაქტი, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას და რომ ამ დილას პრემიერ-მინისტრს შევხვდით, ასახავს საქართველოს ძლიერ სურვილს გააუმჯობესოს ჯანდაცვა მისი მოქალაქეებისთვის“.

 

„საქართველომ დიდი პროგრესი განახორციელა ბოლო წლების განმავლობაში“, - დაამატა მალკინმა და ცხადი იყო, რომ იმ „ბოლო წლებს“ გულისხმობდა, რაც ხელისუფლებას ივანიშვილი მართავს.

 

მაგრამ მალკინს ეს მაინც არასაკმარისად მოეჩვენა და გააგრძელა: „მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც გაცილებით უფრო რელევანტურია ამ შეთანხმებისთვის და რაც საქართველოს მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა დაადასტურეს, არის ის, რომ ჯანდაცვა დარჩება მთავარ პოლიტიკურ პრიორიტეტად საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში“.

 

შემდგომში მალკინი საუბრობდა „საქართველოს ხელისუფლებისთვის ჩვენი მხარდაჭერის“, „ევროპული სტანდარტების მიღწევის“, „საქართველოს მოსახლეობისთვის მაღალხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნველყოფის“, „ჯანდაცვის საერთო ფასის, რაც შეიძლება, ტრანსპარენტულად დაბლა დაწევის“, „ინოვაციური ნაბიჯების“ შესახებ.

 

თავისი მიმართვის დასასრულს მალკინმა განაცხადა, რომ ყოველივე ზემოთჩამოთვლილის გამო ალიანსმა შექმნა „საერთაშორისო ექსპერტთა“ ჯგუფი და რომ „საქართველოს მოსახლეობისთვის თვალნათელი და ხელშესახები შედეგები უკვე ძალიან მალე გამოჩნდება.“

 

MALKINI.jpg

 

ახლა, როცა პროპაგანდის ნისლი გაიფანტა, აღმოჩენის დრო დადგა. საქართველოში არ დარჩენილა მედიასაშუალება, რომელმაც არ გამოაქვეყნა ცნობა ღარიბაშვილის გრანდიოზულ ხელშეკრულებაზე „საერთაშორისო ექსპერტებთან“.

 

მაგრამ ჩემმა ყველა მცდელობამ, გამეგო თუნდაც მცირე რამ ამ ხელშეკრულების ღირებულების შესახებ, პირველ ხანებში უშედეგოდ ჩაიარა. მართლაც, არ გამოდიოდა ლამაზი, ჩაკირკიტებოდი ინფორმაციას „საერთაშორისო ექსპერტების“ ჰონორარის შესახებ, მით უმეტეს, თითქმის უფასო „ევროპული მედიცინის“ საყოველთაო მოლოდინის ფონზე. ყოველ შემთხვევაში არც ღარიბაშვილს, არც სერგეენკოს არაფერი უთქვამთ მთავარზე - ფულზე. და არც მომავალი სავარაუდო პაციენტებიდან და ამომრჩევლებიდან უკითხავს ვინმეს რაიმე ამაზე.

 

თუმცა, საბოლოო ჯამში, რაღაცეების გარკვევა მაინც მოხერხდა. დადგენილება ნომერ 704-ს ღარიბაშვილმა ხელი 2015 წლის 6 აპრილს მოაწერა.  ამ დადგენილებით პრემიერმა დაამტკიცა შეთანხმება „საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და «Global Alliance for Health and Social Compact»-ს შორის.

 

ამასთან, როგორც დადგენილების ტექსტშია ნათქვამი, 704-ე დადგენილებას ხელი მოეწერა მთავრობის სხვა, 360-ე დადგენილების ფარგლებში, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი 2015 წლის 5 მარტს მოაწერა, როცა „საერთაშორისო ექსპერტების“ არსებობაზე არავინ არაფერი იცოდა.

 

ღარიბაშვილის აპრილის დადგენილებაში ის მარტის, მისივე დადგენილება მოხსენიებულია, როგორც „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება გამარტივებული წესით“.

 

თუ ადამიანურ ენაზე გადავთარგმნით, ეს ნიშნავს, რომ მარტში ღარიბაშვილმა ნება დართო ამ სამინისტროს გამარტივებული წესით ჩაეტარებინა საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, ანუ ხელი მოეწერა ხელშეკრულებისთვის კერძო კომპანიებთან, ტენდერის გამოცხადების გარეშე, კონკურსის ჩატარებისა და მომსახურების მსურველთა სიის გამოქვეყნებისა და თავისუფალი ეკონომიკისა და დემოკრატიის სხვა „სირეგვნის“ გარეშე.

 

მაგრამ თქვენ უფლება გაქვთ იკითხოთ: რის საფუძველზე მისცა უფლება ღარიბაშვილმა სერგეენკოს, სახელმწიფო თანხები ხარჯოს კერძო ფირმებთან კონტრაქტის გაფორმებისთვის?

 

ვნახოთ, რა ეწერა ღარიბაშვილის დადგენილებაში, რომელიც მარტში გამოიცა. დადგენილების პირველი პუნქტის მიხედვით, გამარტივებული წესის უფლების გაცემა რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული.

 

პირველ რიგში, ამის საფუძვლად „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მეათე პრიმა მუხლის “ზ“ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტია მითითებული.

 

დამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ როცა ამ კანონს გადაშლი და „დ“ ქვეპუნქტამდე მიხვალ, ეჭვები აღგეძვრება.

 

ამ პუნქტის მიხედვით სახელმწიფო შესყიდვები გამარტივებული წესით შესაძლოა განხორციელდეს მაშინ, როცა ამისთვის არსებობს მოკლევადიანი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი აუცილებლობა.

 

გამარტივებული შესყიდვები ტარდება პრეზიდენტის ან/და მთავრობის სპეციალური საკანონმდებლო აქტით, ხოლო ხშირ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის საბჭოს აქტით.

 

მაგრამ არავის არავითარი მტკიცებულება არ მოუტანია «Global Alliance for Health and Social Compact»-თან ხელშეკრულების მოკლევადიანი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი აუცილებლობის არსებობის თაობაზე, თუ არ ჩავთვლით ამ კომპანიის ძლიერ პიარს საქართველოში.

 

სასაცილოც კია, რომ „საერთაშორისო ექსპერტების“ ამ ორგანიზაციის შესახებ არაფერია ცნობილი საქართველოს ფარგლებს გარეთ. და კიდევ უფრო სასაცილოა, რომ საქართველოში ამ ორგანიზაციის შესახებ მხოლოდ ღარიბაშვილის უწყების პრესსამსახურის ინფორმაცია იციან. მაგრამ ამ „გამოცამაზე“ ოდნავ ქვემოთ, ახლა ღარიბაშვილის დადგენილებაში გარკვევა გავაგრძელოთ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამჟამინდელი ხელისუფლების კორუფციულ სქემებში გვახედებს.

 

ღარიბაშვილის დადგენილება და საერთოდ, მისი პრესცენტრის მუშაობა შეიძლება შეფასდეს, როგორც მანიპულაცია ჟურნალისტების არამყარ გათვითცნობიერებაზე.

 

მარტის დადგენილებაში, გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვის ჩატარების უფლების გაცემის აუცილებლობის ერთერთ მტკიცებულებად მოყვანილია შემდეგი არგუმენტი: „ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის შემდგომი განვითარებისა და ევროკავშირის ნორმატიულ აქტებთან მათი დაახლოების მიზნით“.

 

მოტანილი ფრაგმენტიდან ჩანს, რომ „ევროკავშირის ნორმატიულ აქტებთან დაახლოება“ არ ნიშნავს ევროკავშირის მონაწილეობას ამ სახის დაახლოებაში და, მით უმეტეს, მის მონაწილეობას გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვის ჩატარებაში.

 

სამაგიეროდ, დადგენილებაში ევროკავშირის მოხსენიება ადვილად ტრანსფორმირდა კონკრეტულ პროპაგანდისტულ ეფექტად. ღარიბაშვილის პრესსამსახურის ასეთი მუშაობის შედეგად ქართულ პრესაში სრულიად მცდარი მოსაზრებები გავრცელდა. მაგალითად, ipress.ge-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ „საერთაშორისო ექსპერტთა“ მუშაობა, ისევე, როგორც კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში წარიმართა. სინამდვილეში ეს, უბრალოდ, დეზინფორმაციაა. ამ პროექტს ევროკავშირთან არაფერი აქვს საერთო.

 

ისევ გადავუსწრებ მოვლენებს და გეტყვით, რომ «Global Alliance for Health and Social Compact»-ს არა აქვს ლიცენზია ან რაიმე ნებართვის დოკუმენტი არათუ ევროკავშირისგან, საერთოდ რომელიმე გაერთიანებიდანაც კი.

 

მარტში გამოცემულ ღარიბაშვილის დადგენილების მეორე ნაწილში ნათქვამია: „დაევალოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადების საფუძველზე შეიტანოს ცვლილება დამტკიცებულ სამინისტროს კვარტალური ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვაში“.

 

მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ ღარიბაშვილის მარტის დადგენილებაში არ არის საუბარი «Global Alliance for Health and Social Compact»-ზე - მხოლოდ გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვაა აღნიშნული.

 

ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის რა ნაწილით დაფინანსდება ანონიმური „ექსპერტების“ მომსახურება? ამის შესახებ მოკლედაა ნათქვამი ღარიბაშვილის მარტის დადგენილების პირველ ნწილში: სამინისტროს ბიუჯეტის ასიგნირებიდან, რომელიც დადგენილებაში აღნიშნულია კოდით 35 03 04.

 

სამინისტროს ბიუჯეტში ამ კოდით აღნიშნულია მუხლი: „მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში“.

 

თუ ამ სამინისტროს გასული წლის ბოლოს გამოქვეყნებულ საბიუჯეტო მონაცემებს დავეყრდნობით, ამ მუხლით შარშან 80 მილიონ ლარამდე იყო გათვალისწინებული. ახლანდელი კურსით ეს 35 მილიონ დოლარზე მეტია.

 

ეს თანხა მეტისმეტი იქნებოდა ერთად აღებული ყველა „საერთაშორისო ექსპერტისთვისაც“ კი. რაც შეეხება თავად ჯანდაცვის სამინისტროს, მისი ბიუჯეტი საქართველოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მესამედზე მეტია. ანუ, მესამედზე მეტი 8 მილიარდი ლარიდან.

 

ჩემთვის გაუგებარია, საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის რა მეორე ნაწილზე მიუთითებს ღარიბაშვილი თავის დადგენილებაში, მაგრამ საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლში შვიდი პუნქტია, რომლებიც საკმაოდ მკვეთრად განსაზღვრავენ საბიუჯეტო ასიგნებათა გადანაწილებასა და საპროგრამო კლასიფიკაციის, იგივე ელექტრონული კოდების ცვლილებებს.

 

ჩანს, რომ ღარიბაშვილის ოპერაცია „საერთაშორისო ექსპერტთა“ დაფინანსებისთვის, არცთუ ისე კარგად ჯდება 31-ე მუხლის შვიდი პუნქტიდან რომელიმეში.

 

ახლა გადავიდეთ 704-ე დადგენილებაზე, რომელსაც პრემიერმა ღარიბაშვილმა ხელი 6 აპრილს მოაწერა. როგორც ადრე ითქვა, ამ დადგენილებით ღარიბაშვილმა დაამტკიცა ხელშეკრულება საკონსულტაციო მომსახურების გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, ჯანდაცვის სამინისტროსა და «Global Alliance for Health and Social Compact»-ს შორის.

 

ყველაფერი ისე გაკეთდა, რომ ეს დოკუმენტი არ ყოფილიყო კავშირში გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ მარტში მიღებულ დადგენილებასთან. მაგრამ ახლა უკვე ცხადია, რომ მარტის დადგენილება, კონკრეტულად «Global Alliance for Health and Social Compact»-თან ხელშეკრულებისთვის გამოიცა.

 

მართლაც, საჭირო იყო შემოსავლის წყაროს ლეგალიზება. სამაგიეროდ ახლა ჩვენ ვიცით, საქართველოს ბიუჯეტის რომელი მუხლით აორთქლდება თანხა - „პრიორიტეტულ ოლქებში მცხოვრები მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების გაცემა“.

 

და, შესაძლოა, საუბარი იყოს ათეულობით მილიონობით დოლარზე.

 

მკითხველი იკითხავს: კი მაგრამ რატომ „აორთქლდება“? სინამდვილეში ხომ „საერთაშორისო ექსპერტთა“ ეს კომპანია მიიღებს თანხას?

 

იმიტომ, რომ «Global Alliance for Health and Social Compact», სინამდვილეში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, რომელიც გასული წლის 30 აგვისტოს გატარდა ინგლისისა და უელსის კომპანიის რეესტრში და საერთაშორისო პროექტებთან, თუნდაც ყველაზე მწირ კონსალტინგურ საქმიანობასთან, ამ ფანტომურ კომპანიას არაფერი აქვს საერთო. ადვილი გამოსაცნობია, სად წავა ეს მილიონები. არც არავინ მოიკითხავს.

 

ეს გასაგები ხდება «Global Alliance for Health and Social Compact»-თან ხელშეკრულების შესახებ ღარიბაშვილის აპრილის დადგენილების მეორე ნაწილიდან, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დაზუსტება, მასში შეტანილი ცვლილება ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდეგ არ მოითხოვს საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმებას.

 

ზუსტად ასე წერია!..“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !