
2011 წელს მწერალი რეზო ჭეიშვილი, ქვეყნის სათავეში ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემთხვევაში, საქართველოს მდგომარეობის რადიკალურად უარყოფითად შეცვლას წინასწარმეტყველებდა.
"ერთადერთი, ვისაც რუსეთის გამარჯვება სურს, რუსეთია." - განცხადება მწერალმა რეზო ჭეიშვილმა 2011 წლის დეკემბერში გააკეთა, როცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს საგაზეთო ინტერვიუთი გამოეხმაურა.
რეზო ჭეიშვილი, ქვეყნის სათავეში ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემთხვევაში, საქართველოს მდგომარეობის რადიკალურად უარყოფითად შეცვლას წინასწარმეტყველებდა:
"ბიძინა ივანიშვილი არის ფულზე დამოკიდებული კაცი. ფული კი რუსეთშია. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლა ჩვენთვის კატასტროფაა, რადგან ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ავტომატურად დაბრუნდება რუსეთის იმპერიის საზღვრებში.
იქ დაბრუნება კი უბედურებაა, ძლივს დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ",-განაცხადა რეზო ჭეიშვილმა ინტერვიუში და იქვე აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე მხოლოდ იმიტომ მივიდა, რომ ივანიშვილისგან დავალებულია, წლების განმავლობაში გაცემული დახმარების გამო.