2012 წლის შემდეგ ივანიშვილის კომპანიებიდან სახელმწიფო სტრუქტურებში 38 ადამიანი დასაქმდა

Image

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოიკვლია, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის კომპანიებიდან სახელმწიფო სტრუქტურებში 38 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის 6 პოლიტიკური თანამდებობის პირია.

 

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გარდა, რომელიც ფონდ „ქართუს“ თავმჯდომარე და ბანკი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, ასევე მინისტრის პოსტი უკავია ბანკი „ქართუს“ ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი კვირიკაშვილს, თანამდებობაზე გუშინ დაინიშნა ნოდარ ჯავახიშვილიც, რომელიც ასევე იყო ბანკი „ქართუს“ და „ქართუ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი.

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი პაატა აბრამიშვილი კი შპს „ელიტა ბურჯის“ მძღოლი იყო, ხოლო საჩხერის უკვე ყოფილი გამგებელი ივანე გოშაძე - ასოციაცია „ატუში“ ოსტატის პოზიციას იკავებდა. ჯანდაცვის მინისტრის პოსტი უჭირავს საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორს დავით სერგეენკოს და ასევე არაერთი მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებენ ბანკი "ქართუს" ყოფილი თანამშრომლები.

 

„ყოფილ პრემიერმინისტრთან დაკავშირებული კომპანიების თანამშრომელთა წამყვან პოლიტიკურ თანამდებობებზე გადანაცვლება საჯარო სამსახურში ეჭვქვეშ აყენებს საჯარო მოხელეთა შერჩევის მერიტოკრატიულ პრინციპს და კიდევ უფრო ამყარებს ვარაუდს ხელისუფლებაზე ივანიშვილის არაფორმალური გავლენის შესახებ“, - წერია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !