
თბილისში, ჩარგლის ქუჩაზე მდებარე 207-ე საჯარო სკოლაში მანდატურმა F-1 ტიპის ხელყუმბარა იპოვა და პოლიცია გამოიძახა, მანამდე კი ადგილი შემოსაზღვრა და იქაურობას მოსწავლეები გაარიდა.
მანდატურმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო პირი შენიშნა, რომელმაც, სავარაუდოდ, ხელყუმბარა დატოვა. დამატებით დეტალებს გამოძიება არკვევს.