ტერორისტებმა შიროკინოში დაღუპული გიორგი ჯანელიძის ცხედარი დანაღმეს და შორიახლოს სნაიპერები ჩაასაფრეს

Image

ბატალიონ „აზოვის“ მებრძოლებმა მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე მცდელობის შემდეგ, დილის საათებში, ეუთოს მისიის მონაწილეობით მოახერხეს შიროკინოსთან დაღუპული ქართველი მეომრის გიორგი ჯანელიძის ცხედრის გადმოსვენება.

 

„აზოვის“ პრესცენტრი იტყობინება, რომ გიორგი ჯანელიძე თანამებრძოლებთან ერთად შიროკინოს ქუჩებში გადაადგილდებოდა და შენობების განნაღმვით იყო დაკავებული, როცა ტერორისტების ჯგუფმა მოულოდნელად გახსნა ცეცხლი.

 

„აზოვმა“ მათ საპასუხო ცეცხლით უპასუხა, რა დროსაც ტერორისტთა ჯგუფმა დაკარგა 5 ბოევიკი, ხოლო „აზოვმა“ უკან დაიხია. უკანდახევის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა გიორგი ჯანელიძე, ხოლო მასობრივი, ჯვარედინი ცეცხლის გამო თანამებრძოლებმა ბრძოლის ველიდან მისი ცხედრის წაღება ვერ შეძლეს.

 

მთელი ღამისა და დილის განმავლობაში „აზოვმა“ რამდენჯერმე სცადა ცხედრის გამოყვანა, მაგრამ ტერორისტებმა ამ მცდელობებს ცეცხლით უპასუხეს. ცოტა ხნის განმავლობაში ცეცხლი შეწყდა და „აზოვის“ მებრძოლებს ჯანელიძის ცხედართან მიახლოების საშუალება მიეცათ, თუმცა, შენიშნეს, რომ სავარაუდოდ, ცხედარი დანაღმული იყო, ხოლო შემოგარენში ტერორისტთა სნაიპერები მუშაობდნენ.

 

ამ მიზეზების გამო სპეცოპერაცია დილამდე გადაიდო. დილით „აზოვმა“ შეავიწროვა და განდევნა ტერორისტთა ჯგუფი, ხოლო გიორგი ჯანელიძის ცხედარი ნაღმისგან გააუვნებელჰყვეს და ადგილიდან გაიტანეს.

 

სავარაუდოდ, ცოტა ხანში გახდება ცნობილი, როდის გადაასვენებენ გიორგი ჯანელიძის ცხედარს კიევში, კიევიდან კი სამშობლოში.

 

41 წლის გიორგი ჯანელიძე უკრაინაში მოხალისედ იბრძოდა. ის იქ თურქეთიდან ჩავიდა, სადაც ბოლო დროს ცხოვრობდა. ჯანელიძე ახალბედა მებრძოლებს ინსტროქტორობდა და საჭირო უნარჩვევებს უნერგავდა. ის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც მონაწილეობდა. გიორგი ჯანელიძეს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !