19 წლის პანკისელი ბიჭი, რომელიც ქრისტიანი გახდა, ამტკიცებს, რომ დედამ 600 ლარად გაყიდა და სირიაში წასასვლელად გაამწესა

Image

პანკისის ხეობაში, სოფელ დუმასტურში მცხოვრები 19 წლის გიორგი ბორჩაშვილი, რომლის უფროსი ძმა უკვე იბრძვის სირიაში, ISIS-ის არმიის რიგებში, ამტკიცებს, რომ სარწმუნოების შეცვლის შემდეგ დედ-მამამ სახლიდან გამოაგდო.

 

"პოსტსკრიპტუმთან“ ექსკლუზიურ, სკანდალურ ინტერვიუში ბორჩაშვილი ამბობს, რომ მასთან ჩეჩენი ეროვნების პირები რამდენჯერმე მივიდნენ და სირიაში წასვლა შესთავაზეს, მისი უარის შემდეგ კი მოკვლით დაემუქრნენ: „ისინი მე მდევნიან, დღესაც დამიბარეს, ჩემთან საუბრის შემდეგ დედაჩემთან იყვნენ მისული და უთხრეს, რომ 400 ლარს გადაუხდიდნენ სირიაში ჩემი წაყვანის სანაცვლოდ, დედამ კი 600 ლარი მოითხოვა“, - ამბობს ბორჩოშვილი.

 

მისივე თქმით, ამ ადამიანებისგან თავის დახსნის მიზნით უარი თქვა ისლამის მიმდევრობაზე და ქრისტიანად მოინათლა, რის შემდეგაც სახლიდან გააგდეს: „მამა ცულით გამომეკიდა მოსაკლავად“, - ამბობს ბიჭი.

 

„რუსთავი-2“-მა ინტერვიუ ბორჩაშვილის დედასთანაც ჩაწერა, რომელიც ჰყვება, რომ მასთან სამართალდამცველები მივიდნენ და თბილისში, მისთვის უცნობ შენობაში შვილთან შეახვედრეს. დედა ამბობს, რომ მის შვილს ვენები ჰქონდა გადაჭრილი.

 

თავად ბორჩოშვილი კი ამბობს, რომ მუქარისა და მის წინაშე მდგარი სხვა საფრთხეების შესახებ უკვე შეატყობინა სამართალდამცველებს.  

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !