
პატრულთან დაპირისპირებული ეკა ყურშიტაშვილი სულ რამდენიმე წუთში გახდა „youtube“-ს გმირი.
თელაველი გოგონას ვიდეორგოლს უამრავი მნახველი ჰყავს, რომლებიც ეკას არცთუ სახარბიელო კომენტარებს უტოვებენ.
სწორედ ამის გამო ჩანაწერებს არ ნახულობს, სიახლეებს ახლობლებისგან იგებს და ელოდება დროს, როცა მობეზრდებათ უცხო ადამიანებს მასზე საუბარი.
ეკა 24 წლის არის, მას 5 წლის გოგონა ჰყავს, რომელსაც მარტო ზრდის. მეუღლეს მაშინ დაშორდა, როცა ერთი თვის ორსული იყო…
ამბობს, რომ სინამდვილეში სულაც არ არის ისეთი, როგორიც ჩანაწერებიდან ჩანს, სწორედ ამიტომ ის არასრულწლოვან მოზარდებსა და მათ მშობლებს ბოდიშს უხდის საკუთარი უცენზურო სიტყვების გამო…
„ჩემი და ჩემი მეუღლის ურთიერთობაში მესამე პირი ჩაერია და ამან განაპირობა ჩვენი დაშორება.
მამაკაცის გამო დამენგრა ოჯახი, ჩემი მეუღლის ოჯახის წევრი იყო ჩარეული ჩვენს ცხოვრებაში.
მეუღლის ოჯახიდან მოდიოდა პროვოკაცია… ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა და არ მინდა ამის გახსენება.
ქორწინებამ არ გაამართლა და მალევე დავშორდით, თუმცა ბავშვის მოცილება არც მიფიქრია, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ ერთი თვის ვიყავი,“ - ამბობს ეკა ყურშიტაშვილი.
http://primetimenews.ge/