
ქარელის რაიონის სოფელ ძლევიჯვარში 47 წლის ქალბატონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილი მასწავლებელი იყო.
არსებული ინფორმაციით, ქალბატონმა თავი საკუთარ სარდაფში ჩამოიხრჩო. გარდაცვლილი პირველად შვილმა ნახა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
"ნიუპოსტი"