
დღეს პარლამენტმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.
როგორც ჩანს განხილვისას სიტყვით გამოსული გის ვილსკი ირმა ნადირაშვილის რეპლიკამ გააღიზიანა და მას უხეშად მიმართა:
„რა გინდა, გოგო, რა?! გაჩერდი ერთი წუთით!".
პარლამენტარის ასეთმა მიმართვამ დარბაზიც და გია ვოლსკიც გვარიანად გაახალისა.
უმრავლესობის წარმომადგენელს არც ირმა ნადირაშვილი დარჩა ვალში და კულტურულად შეახსენა, რომ პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოა და არა ძველი ბიჭების თავშეყრის ადგილი.