-
2014-04-09 15:45
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები საქართველოში არ განმეორდება:
"სულ ახლახანს, რომელიღაც ადგილზე გამოსული იყვნენ რუსეთის მომხრეები და კმაყოფილი ვარ, რომ 60 კაცზე მეტი არ იყვნენ. არ უნდა ვებრძოლოთ ასეთ ხალხს. კარგად ჩანს, რადენი ადამიანი ემხრობა რუსეთს. ასე რომ გამოირიცხოს ყოველგვარი შიშები, ეჭვები, თითქოს, რუსეთს რაღაც საყრდენი გააჩნია საქართველოში", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.