„ცოლის ძმას რომ ანიშვნინებ მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად, ზუსტად ეს არის ნეპოტიზმი“

Image

ხელისუფლებაში არსებულ ნეპოტიზმზე არაერთხელ ითქვა და დაიწერა.

 

მმართველი პარტია ასეთის არსებობას ყოველთვის უარყოფდა მანამ, სანამ ფაქტები ოფიციალურად არ დადასტურდა.

 

მთავრობა ნეპოტიზმში საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმაც დაადანაშაულა.

 

საკითხი კახი კალაძის ცოლის ძმას, გიორგი არეშიძეს ეხება, რომელიც მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსად დაინიშნა.

 

„ჩემთვის ეს ფაქტი არის მიუღებელი, ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური შეცდომა რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი, ცოლის ძმას რომ ანიშვნინებ მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად, თან განათლების სამსახურის ხელმძღვანელად, ზუსტად ეს არის ნეპოტიზმი.

 

მეორე შეცდომა არის ის, რომ ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელ ადამიანს ნიშნავენ ასეთ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ადამიანს, რომელსაც, მხოლოდ „ქართულ ოცნებაში“ საქმიანობის გამოცდილება აქვს და სხვა არაფერი.

 

გიორგი არეშიძემ საქმე რომ გააფუჭოს,  ნარმანიას ეყოფა პოლიტიკური ნება, რომ შენიშვნა მისცეს, ან გაუშვას სამსახურიდან ეს ადამიანი, რომელიც პარტიაში ძალიან გავლენიანი პირის ახლო ნათესავია? ჩემი აზრით, ნარმანია ამას ვერ შეძლებს. ამით საქმე ფუჭდება, ამაში ჩვენ ხელფასი უნდა გადავიხადოთ, ჩვენი სახსრები იკარგება და რაც მთავარია, ხალხი ზარალდება.

 

არ შეიძლება ნეპოტიზმი და გამოუცდელი კადრების ამხელა თანამდებობაზე დასაქმება. ეს მიუღებელი იყო სააკაშვილის დროს, როცა ისინი ნიშნავდნენ ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელ ადამიანებს და ეს ფაქტი ასევე მიუღებელი უნდა იყოს ამ მთავრობის დროსაც. ამას მე ვამბობ ხმამაღლა და სხდომაზეც ვთქვი კიდეც,“- აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა. 

 

kvirispalitra.ge

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !