
სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ყოფილ პრემიერთან, ვანო
მერაბიშვილთან რაიმე სახის თანამშრომლობას გამორიცხავენ.
"შვიდწლიანი მარტოობის შემდეგ რომ გამოვიდა მერაბიშვილი, ამდენი ჟურნალისტი და ხალხი
რომ დაინახა, ვერ მოზომა თავისი სათქმელი და დააბრეხვა ის რაღაცა. იმედს ვიტოვებ, რომ ეს ასე
იყო, თორემ სხვა შემთხვევაში, ეს 2003 წლის რევოლუციური რიტორიკის მოსმენა არავის არ უნდა.
ჩვენ განსაკუთრებით", — აღნიშნა ელისაშვილმა ჟურნალისტებთან.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 20 თებერვალს დატოვა.