
პარლამენტთან დაკავშირებული მოვლენების გამო Tbilisi Open Air-ი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
"მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ნამდვილად არ გვაყენებს საფესტივალო განწყობაზე, ვწუხვართ
და ვბრაზობთ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო.Tbilisi Open Air არ არის მხოლოდ
მუსიკალური ფესტივალი, ეს არის სივრცე, რომელშიც თავისუფლების, როგორც ყველაზე დიდი ღირებულების
გარშემო გაერთიანებული ადამიანები იყრიან თავს, უკვე მეათე წელია"
ამ დროისთვის უკვე ასეულობით არტისტი და სტუმარია ჩამოსული, საფესტივალო ქალაქი გაშენებულია და
ჩვენ აუცილებლად ვიტყვით ჩვენს სათქმელს აქედან. Tbilisi Open Air 2019 იწყება, ვგმობთ ძალადობას და
ვაღიარებთ მხოლოდ ერთადერთ ღირებულებას - თავისუფლებას,"- წერია განცხადებაში