
მოქალაქეების პროტესტი გრძელდება, ჯერ კიდევ გუშინ დანონსდ დღევნდელი აქციის შესახებ, რომელიც
დადასტურებული ინფორამციით საღამოს 19:00 საათზე გიმართება.
„7 საათზე პარლამენტთან შეიკრიბებიან აუცილებლად იმიტომ, რომ განახლდება აქცია. აქ უკვე აღარც პოლიტიკური პარტიაა მნიშვნელოვანი, აღარც პოლიტიკოსები. ეს უკვე არის მოქალაქის დაპირისპირება ე.წ. ხელისუფლებასთან, რომელიც რეჟიმად გაფორმდა“, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე.
„ჩვენ ვართ მომხრე მხოლოდ მშვიდობიან ჩარჩოში პროტესტის და ყოველგვარი ძალადობის, თუნდაც ლეგიტიმური ბრაზის საფუძველზე, ძალადობის წინააღმდეგი. ეს არის "ევროპული საქართველოს" პოზიცია და ამას ადგილზეც ვცდილობდით ფიზიკურად, რითიც ბევრი იქ მყოფი გაბრაზებული ახალგაზრდის უკმაყოფილება დავიმსახურეთ“, - გიგა ბოკერია
„ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ხალხთან ერთად ყოფნა, სამოქალაქო პროტესტი. ფაქტობრივად, ეროვნული დაუმორჩილებლობა არის, რაც აუცილევლად დამთავრდება პუტინის მორჩილი ივანიშვილის რეჟმის დამთავრებით“, - აცხადებს გიორგი ბარამიძე.
დეტალურ გეგმებზე ოპოზიცია განცხადებებს ეტაპობრივად გააკეთებს.