თავდაცვის მინისტრი ქართულ ჯარში "დედოვშჩინის" არსებობას არ აღიარებს

Image

ლევან იზორია საპარლამენტო ოპოზიციას თავდაცვის სამინისტროში იწვევს. ამის შესახებ განცხადება, თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში გააკეთა.

 

მინისტრის თქმით, ის არ მიიღებს ოპონენტების დაუსაბუთებელ კრიტიკას არგუმენტების გარეშე. იზორია ოპოზიციას მოუწოდებს ან დაამტკიცონ ის ბრალდებები, რომელზეც საუბრობენ ან უპასუხისმგებლო განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

„ოპოზიციასთან მუშაობასთან დაკავშირებით მე მზად ვარ ვთქვი ერთხელ და დღესაც საჯაროდ ვამბობ, ყველა ეჭვთან დაკავშირებით, ყველა კითხვასთან დაკავშირებით გთხოვთ რომ სანამ გავაკეთებდეთ უპასუხისმგებლო განცხადებას, უპასუხისმგებლოს იმდენად რამდენადაც ის ხშირ შემთხვევაში მოკლებულია ფაქტებს და ეს მე დღეს დაგიმტკიცე, გთხოვთ თქვენ, რომ თქვენთვის კარი ღიაა, მობრძანდეთ, მით უფრო დეპუტატები ბრძანებით და ადგილზე ნახოთ აქვს თუ არა ჯარს ხორცი, აცვია თუ არა ჯარს არის თუ არა ნატოს სტანდარტებზე აღჭურვაზე ზრუნვა. დაესწარით წვრთნებს.

 

იქნებ მართლა არის რაღაც რასაც ვერ ვხედავ და დამანახეთ. ეს მაქვს მე თქვენთან თხოვნა მაგრამ რასაც მე ვისმენ, ბატონო ოპოზიციონერებო მე კრიტიკის დიდი დამფასებელი ვარ, არგუმენტია ჩემთვის ყველაზე ძლიერი ძალა. მაგრამ ვამბობ, რომ ეს არგუმენტი უნდა იყოს დასაბუთებულია,“-განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრმა ცალკე გამოყო ოპოზიციის განცხადებები ე.წ. დედოვშინის ფაქტებზე. საუბარია კრწანისის სასწავლო ცენტრში წვევამდელებისთვის ფულის გამოძალვასა და ფიზიკურ ძალადობაზე. ლევან იზორიას განცხადებით ოპონენტების მხრიდან სისტემურ დანაშაულზე საუბარი მიუღებელია, რადგან ეს იყო ერთი კონკრეტული შემთხვევა, რომელზეც თავდაცვის უწყებამ მყისიერი რეაგირება მოახდინა.

„ზოგჯერ დაუმსახურებელ კრიტიკას ვისმენ ზოგჯერ დედოვშინაზე. მე გადავხედე სტატისტიკას თუ რა ხდებოდა ზოგჯერ იმ ავტორების განცხადებების პერიოდში რომლებიც ამ განცხადებით გამოვიდნენ . თქვენ ვერ დამისახელებთ პერიოდს სადაც გარკვეულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონდა, მათშორის გამოძალვის ფაქტსაც ადგილი არ ჰქონდა,“-განაცხადა ლევან იზორიამ.

 

რუსთავი 2

რედაქტორის რჩევით

დღეს მსახიობ ჟანრი ლოლაშვილის დაბადების დღეა

2019-04-22 17:29
დღეს ქართველი მსახიობის ჟანრი ლოლაშვილის დაბადების დღეა.

სამეფო ოჯახი საცხოვრებლად აფრიკაში გადადის

2019-04-22 17:07
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი შესაძლოა აფრიკაში გადავიდნენ და საერთაშორისო საქმიანობა დაიწყონ- წერს...

მეთიუ მაკკონაჰის ახალი ფოტოები ოჯახთან ერთად

2019-04-22 11:08
ჰოლივუდის მსახიობი მეთიუ მაკკონაჰი ოჯახთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში ცოლთან, 37 წლის კამილიო ...

ჯაზის საერთაშორისო დღეს თბილისში კონცერტი იგეგმება

2019-04-22 10:08
30 აპრილს, ჯაზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში კონცერტი გაიმართება. 
რჩეული ვიდეოები

"მედიაფოკუსი მშვიდობაზე" - პირველი გადაცემა

2018-09-23 19:03
‘’სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელმა’’ (INCD) 2018 წლის 1 აგვისტოს კანადის მთავრობის...

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

ჟირინოვსკი: ქართველებს ენერგეტიკა აქვთ აქტიურობის - სააკაშვილი პოროშენკოსაც ჩააჩოჩებს და ავაკოვსაც

2017-09-14 02:39
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე...

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.0347
0.0056
100
RUB
 - 
4.2277
0.0151
1
USD
 - 
2.6975
0.0040

გუშინ:

ჰიტები:567 უნიკალური:422

მიმდინარე:

ჰიტები:85 უნიკალური:70