საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი კონგრესის ორივე პალატაში პრიორიტეტულად დასახელდა

Image

ვაშინგტონში ნატო-ს 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მინისტერიალი იწყება.

 

უკვე ცნობილია, რომ ალიანსი რუსეთის წინააღმდეგ შავი ზღვის რეგიონში კონკრეტული ზომების მიღებას აპირებს. კერძოდ, საუბარია საჰაერო დაზვერვის გაძლიერებასა და სამხედრო გემების რაოდენობის გაზრდაზე.

მინისტერიალის დაწყებამდე მოსმენები გაიმართა კონგრესის ორივე პალატაში, სადაც საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი პრიორიტეტულად დასახელდა.

უკვე ცნობილია ის საკითხები, რომლებზეც ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები დღეს და ხვალ ვაშინგტონის მინისტერიალზე იმსჯელებენ. ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად ნატო-სთვის, რუსული საფრთხის შეკავება გამოიკვეთა.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია ბულგარეთისთვის და შავი ზღვის ქვეყნებისთვის მეტი ყურადღება გვქონდეს დათმობილი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს წყლები თავისუფალია. ასევე იმისთვის, რომ შავი ზღვა და მის გარშემო მდებარე ქვეყნები რუსეთის ჩარევისგან იყვნენ დაცულები. რუსეთი თავდაცვით იარაღს ინახავს ყირიმში, რომელიც უკრაინის ნაწილია. ძალიან მნიშვნელოვანია, რუმინეთს, ბულგარეთს, უკრაინას და ასევე საქართველოს ჰქონდეთ უსაფრთხოება შავ ზღვაზე, როგორც გემებისთვის, ასევე სახმელეთო დაცულობისთვის,“ - განაცხადა აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში, ქეი ბეილი ჰაჩისონმა.

 

ნატო-ს სამიტის დაწყებამდე ალიანსის გამოწვევებსა და გეგმებზე პარალელურად ჩაატარეს მოსმენები კონგრესის ორივე პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტებმა. ამ მოსმენებზე აქტუალური იყო თემა საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ. მომხსენებლებმა კონგრესის ორივე კომიტეტში საქართველოს გაწევრიანება ალიანსის პრიორიტეტად დაასახელეს.

„რუსეთმა შეჭრით და ოკუპაციით დაარღვია საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტი. ასევე დაარღვია ნატო-ს უმეტესი წევრების სუვერენიტეტი, თუ ყველასი არა, მისი კიბერ და საინფორმაციო ოპერაციებით. ნატო-მ უნდა უზრუნველყოს სამხედრო დახმარება და რჩევები უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვასთვის. ის უნდა მიისწრაფოდეს ალიანსში საქართველოს შეყვანაზე. შესაძლოა, დროებით, ოკუპირებული მხარეების გარეშე, როგორც ეს გავაკეთეთ დასავლეთ ბერლინში ცივი ომის დროს,“ - განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, ეველინ ფარკასიმ.

წყარო: რუსთავი2

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !