
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ამჯერად ვერავინ იტყვის, თითქოს უკრაინაში პრეზიდენტმა პოროშენკომ მიიწვია და დაასაქმა.
"მან ყველაფერი გააკეთა, რომ მე ქვეყანაში ვერ შემოვსულიყავი, მაგრამ მე უკრაინის კარი უკრაინელმა ხალხმა გამიღო, და ეს ხალხი ყველა პოლიტიკოსზე მნიშვნელოვანია", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ეს განცხადება მან ხერსონიდან გააკეთა და მისი უახლოესი პოლიტიკური აქტივობაც დაანონსა: "ჩვენ ხვალ გვაქვს ივანო-ფრანკოვოში შეხვედრა, შემდეგ ზაპოროჟიეში და ჩვენ ვერაფერი შეგვაჩერებს", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.