
ლუგანსკის სასაზღვრო რაზმის ყოფილი მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი დეინეკო აცხადებს, რომ შეგინის სასაზღვრო პუნქტზე მესაზღვრეები უკანონო ბრძანებას ასრულებდნენ, ამასთან, თავიანთ უფლებამოსილებას გადააჭარბეს და ამისთვის პასუხი უნდა აგონ.
"მესაზღვრეების ამოცანა იყო, რადაც უნდა დაჯდომოდათ, არ შეეშვათ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე. 22 წელი ვმსახურობდი სასაზღვროში და მსგავსი რამ პირველად ვნახე, ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა", - უთხრა პოლკოვნიკმა გამოცემა "სტრანას".
დეინეკო, რომელიც ადრე მოსტიცკის სასაზღვრო რაზმშიც მსახურობდა (მოსტიცკი მოიცავს "კრაკოვეცსაც" და "შეგინისაც"), აცხადებს, რომ მოხდარი მოუშორებელი ლაქაა ხელისუფლების ორგანოებისთვის.
"დე-ფაქტო, სააკაშვილის მხარდამჭერთა წინააღმდეგ, ხელისუფლებამ ეს მესაზღვრე ბიჭები ამბრაზურაზე გადააფარა", - ამბობს ის.
"ჩემი ინფორმაციით, პირადი შემადგენლობის აზრები მომხდართან დაკავშირებით გაიყო. ვინც ხელმძღვანელობას ემსახურება, მზადაა, გაამართლოს ის, რაც მოხდა. ადეკვატურებს კი ესმით, რომ ბრძანება უკანონო იყო. და ამისთვის, დღეს თუ ხვალ, პასუხისგება ყველას მოუწევს", - დასძინა ყოფილმა მესაზღვრემ.