ენმ: ყრილობისთვის მზადებისა და უთანხმოების დეტალები

Image

ენმ-ს პოლიტსაბჭოს 24-მა წევრმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ  პარტიის VII ყრილობის საორგანიზაციო კომისია დადგენილი წესის გვერდის ავლით ფუნქციონირებს და მას ლეგიტიმაცია არ გააჩნია, რასაც ცალსახად მოითხოვს პოლიტიკური საბჭოს მიერ უკვე დამტკიცებული წესის პუნქტი.

 

პოლიტსაბჭოს წევრები აცხადებენ, რომ ამ წესის 5.2. ამ პუნქტის თანახმად, „საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს გაერთიანების პოლიტსაბჭო. საორგანიზაციო კომისიის ერთი წევრის წარდგენის უფლება აქვს პოლიტსაბჭოს ხუთ წევრს. პოლიტსაბჭოს ერთ წევრს უფლება აქვს მხოლოდ ერთ წარდგინებაზე მოაწეროს ხელი“.

 

პოლიტსაბჭოს დანარჩენი წევრები აცხადებენ, რომ პოლიტსაბჭოს მიერ 30 ნოემბერს დამტკიცებული წესის მეხუთე პუნქტში არსადაა აღნიშნული, რომ ყრილობის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობას პოლიტსაბჭო ამტკიცებს ან პოლიტსაბჭო იღებს მის შექმნაზე გადაწყვეტილებას.

 

ამ წესში მხოლოდ ისაა აღნიშნული, რომ პოლიტსაბჭო განსაზღვრავს კომისიის შემადგენლობას და გაწერილია, რა წესით ხდება ეს: პოლიტსაბჭოს ყოველ 5 წევრს აქვს კომისიის ერთი წევრის წარდგენის უფლება.

 

30 ნოემბერს პოლიტსაბჭოს მიერ დამტკიცებული წესში მოცემულია სპცეციალური მე-5 თავი, სადაც ვკითხულობთ, რომ “ყრილობის მოწვევის და ჩატარების საორგანიზაციო საკითხებს წარმართავს ყრილობის საორგანიზაციო კომისია”, თუმცა, პოლიტსაბჭოს წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა სწორედ იმ საკითხზეა, როგორ იქმნება ეს კომისია. 

 

30 ნოემბერს პარტიის მიერ დამტკიცებულ ყრილობის ჩატარების წესში აღნიშნულია: “საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს გაერთიანების პოლიტსაბჭო. საორგანიზაციო კომისიის ერთი წევრის წარდგენის უფლება აქვს პოლიტსაბჭოს 5 წევრს. პოლიტსაბჭოს ერთ წევრს უფლება აქვს, მხოლოდ ერთ წარდგინებაზე მოაწეროს ხელი”.

 

ამ დროისთვის პოლიტსაბჭოს წევრთა მიხეილ სააკაშვილთან აფილირებულმა ნაწილმა უკვე ისარგებლა ამ უფლებით და კომისიის წევრებად განსაზღვრა ნინო კალანდაძე, დავით კირკიტაძე, ზურაბ მელიქიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ნუგზარ წიკლაური და ეკა ხერხეულიძე.

 

29 დეკემბერს საორგანიზაციო კომისიამ პირველი სხდომა გამართა და აირჩია კომისიის თავმჯდომარედ - პეტრე ცისკარიშვილი, კომისიის მდივნად - ნინო კალანდაძე აირჩია. ასევე, დაამტკიცა კომისიის დებულება.

 

იმის მიუხედავად, რომ პოლიტსაბჭოს ბოლო სხდომიდან თითქმის ერთი თვე გავიდა, პოლიტსაბჭოს დანარჩენ წევრებს ამ დრომდე არ წარუდგენიათ კომისიის წევრები მათი მხრიდან, რომლებიც შევიდოდნენ კომისიაში და დაიწყებდნენ მუშაობას ყრილობის საორგანიზაციო საკითხების გადასაწყვეტად, ზემოთხსენებულ წევრებთან ერთად. 

 

პოლიტსაბჭოს ის წევრები, ვინც უკვე წარადგინეს კომისიაში წევრები, აცხადებენ, რომ ბოლო ინტერვიუში, გადაცემა „არჩევანში“ დავით ბაქრაძის მიერ გაჟღერებული აზრი, თითქოს კომისიის უკვე წარდგენილ 6 წევრს სურს პოლიტსაბჭოს ფუნქციების მითვისება და დელეგატების დარეგისტრირება, სინამდვილეს არ ასახავს, გამომდინარე იქედან, რომ:

 

ა) ენმ-ის წესდების მიხედვით, დელეგატების რეგისტრაცია არ არის პოლიტსაბჭოს ფუნქცია;

 

ბ) ყრილობის ორგანიზება, ასევე, წესდებით, არ არის პოლიტსაბჭოს კომპეტენცია.

 

აღსანიშნავია, რომ საორგანიზაციო კომისიის უკვე განსაზღვრულმა წევრებმა წერილობითი თხოვნით მიმართეს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, დროულად დასახელებულიყო და განსაზღვრულიყო კომისიის სხვა წევრებიც, რათა ყრილობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება მაქსიმალური ჩართულობის პირობებში ყოფილიყო შესაძლებელი.

 

ენმ-ში 27 დეკემბერს პოლიტსაბჭოს სხდომა ჩანიშნეს, თუმცა, მიხეილ სააკაშვილთან აფილირებულმა პოლიტსაბჭოს წვრებმა განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ სხდომას არ დაესწრებოდნენ, რადგან ის ყრილობის საორგანიზაციო კომისიაში წევრების წარდგენის გაჭიანურებას ისახავს მიზნად:

 

“ნაჩქარევად სხდომის მოწვევას პოლიტსაბჭოს აქტიური წევრების საქართველოში არყოფნის პირობებში მივიჩნევთ ყრილობის მოწვევის უკვე დამტკიცებული წესების რევიზიის მცდელობად“, – ნათქვამი იყო განცხადებაში, რომელსაც პოლიტსაბჭოს სააკაშვილთან აფილირებული წევრების ნაწილმა გაავრცელა.

 

ამ გადაწყვეტილებას განცხადებით უპასუხა პოლიტსაბჭოს მეორე ნაწილმა: “ამ სახით და ფორმით დაორგანიზებული ,,ყრილობა“ მხოლოდ შიდაპარტიული ბრძოლის მიზნით გამართული ღონისძიების სახეს მიიღებს. დღევანდელი ბოიკოტით ჩვენმა კოლეგებმა პოლიტსაბჭო არაქმედითად აქციეს – შესაბამისად, 20 იანვრამდე ვეღარ მოხდება პარტიის წესდებით სავალდებულო საკითხების გადაწყვეტა და ამდენად, სამწუხაროდ, მომავალ შეკრებას ეცლება ლეგიტიმურობის საფუძველი”.

 

შეგახსენებთ, რომ ენმ-ს მეშვიდე ყრილობა 20 იანვარს, სპორტის სასახლეში ჩატარდება და მასში 7.000 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. ყრილობას დაესწრებიან მოწვეული სტუმრები და ჟურნალისტები. 

 

 

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !