
ასეთი აზრი გამოთქვა „შუსტერის შოუში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა.
"პირადად ვიცნობ ბალცეროვიჩს. როცა შევარდნაძის ხელისუფლება მთლიანად ჩაეფლო კორუფციაში, ისეთივენაირში, რაც დღეს უკრაინაში ხდება, მაშინ ამერიკელებმა დიდი ფული გადაიხადეს და დაიქირავეს ლეშეკ ბალცეროვიჩი, რათა რჩევები მიეცა შევარდნაძისათვის.
ის ჩამოვიდა საქართველოში და ყველანაირად ამართლებდა, ათეთრებდა კორუფციას, რაც მაშინ საქართველოში იყო გამეფებული. და მაშინ მან მხარი არ დაგვიჭირა ჩვენ, ახალგაზრდა რეფორმატორებს, რომლებიც ვცდილობდით ამ ვითარების შეცვლას. იგი კორუფციული რეჟიმების დაქირავებული გამთეთრებელია", - განაცხადა სააკაშვილმა.
პოლიტიკოსის აზრით, ასეთი ქმედებებით ბალცეროვიჩი თავის რეპუტაციას ჰკარგავს.
"მე ვფიქრობ, რომ ამგვარად ის თავის რეპუტაციას ასამარებს, რომელიც აქამდე აქვს. პოლონური პოლიტიკის ნაფტალინიდან ისეთი ადამიანების ამოქექვა, რომლებიც გაათეთრებენ იმას, რის გათეთრებაც შეუძლებელია, უღირსი საქციელია", - თვლის სააკაშვილი.
პოლიტიკოსი თვლის, რომ მათ ნაცვლად ქვეყანა უნდა ენდოს ახალგაზრდა უკრაინელ რეფორმატორებს. სააკაშვილმა აგრეთვე უპასუხა ბალცეროვიჩის სიტყვებს, რომელმაც განაცხადა, რომ სააკაშვილის მხრიდან მთავრობის კრიტიკა მას "საბჭოთა დროის პრაქტიკას" ახსენებს:
"საბჭოთა კავშირში განა მთავრობას აკრიტიკებდნენ? ჩემს პოლონელ მეგობარს მეხსიერებამ უღალატა", - განაცხადა ოდესის ოლქის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, ლეშეკ ბალცეროვიჩს ეკავა ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის პოსტები პოლონეთის რამდენიმე მთავრობაში, აგრეთვე ხელმძღვანელობდა ეკონომიკურ კომიტეტს პოლონეთის მინისტრთა საბჭოში, იყო პოლონეთის ნაციონალური ბანკის თავმჯდომარე.
2000-2002 წლებში ბალცეროვიჩი იყო აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის - ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში.