-
2016-05-23 17:34
„აფხაზეთის ხმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ კორცხელის 53-ე უბანში გუშინ ჩატარებული არჩევნების დროს ყუთში ჩაყრილი ბიულეტენები, რომლებიც გუშინ სამჯერ უკვე დათვალეს, შესაძლოა, დღეს მეოთხედ გადათვალონ.
საოლქო საარჩევნო კომისიაში შესული საჩივრის საფუძველზე, რომელსაც ხელს გუშინ კომისიაში შემავალი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მაიზერ ნანავა აწერს, სხდომა 20:00 საათზეა დანიშნული.
არაა გამორიცხული, საოლქო კომისიამ საჩივარი საფუძვლიანად სცნოს და ბიულეტენების ხელახლა გადათვლის გადაწყვეტილება მიიღოს. საჩივარში ხელახლა გადათვლის მიზეზად საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე არსებული დაძაბულობაა მითითებული.
შეგახსენებთ, კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე, სადაც გუშინ თბილისიდან ჩასულმა პირებმა, ძირითადად სპორტსმენებმა, სასტიკად სცემეს ენმ-ს სახეებსა და ლიდერებს, 10 ხმით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ვარადებულ ლაშხიამ გაიმარჯვა.
შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერეს კომისიის წევრებმა და ის გადაიგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც. გამარჯვებულ კანდიდატს წარმატება ვიდეოზარის მეშვეობით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც მიულოცა.