მესამე ბრიგადის რიგითი, მოჭიდავეები "დუბინკებით" და სხვა "დაკუნთულები" კორცხელში (ვიდეო)

Image

კორცხელში მიმდინარე შუალეედური არჩევნების დროს საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოჩენილ ენმ-ს სახეებსა და ლიდერებს ამ დღისთვის საგანგებოდ ზუგდიდში ჩაყვანილი სპორტსმენები გაუსწორდნენ. მათ შორის, ვინც კორცხელში დეპუტატებსა და ენმ-ს ლიდერებს ურტყამდა, წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგითიც იყო. 

 

ახალგაზრდები დაკუნთული სხეულებით ზუგდიდის ცენტრში დილიდან გამოჩნდნენ. ისინი ქალაქის ცენტრში გადაადგილდებოდნენ და დროდადრო "ფეისბუქზე" კოლექტიურ ფოტოებსაც ტვირთავდნენ. ერთერთ ფოტოს ირონიული წარწერაც ჰქონდა: "ტურისტები". როგორც ჩანს, ეს წინასწარ მოფიქრებული სქემა იყო, რადგან "რუსტავი-2"-ის ჟურნალისტის რამდენიმე დაჟინებული შეკითხვის შემდეგ, როცა კამერას ვერ გაექცა, ერთმა სპორტსმენმა თქვა, რომ ტურისტები არიან და ქალაქში დასასვენებლად ჩამოვიდნენ. იგივე გაიმეორა მეორე დაკუნთულმაც. 

 

მოგვიანებით, სავარაუდოდ, სპორტსმენებმა ახალი ინსტრუქცია მიიღეს და კამერებისთვის თავის ასარიდებლად ბოტანიკურ ბაღს მიაშურეს. "რუსთავი-2"-ის გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ უკანმოუხედავად გარბიან სახელგანთქმული სპორტსმენები, როცა ჟურნალისტი და ოპერატორი უახლოვდებათ. მოგვიანებით ისინი, უკლებლივ, კორცხელში, საარჩევნო უბანთან ახლოს გამოჩნდნენ. მათი მისვლა ენმ-ს ლიდერებისა და ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელთა იქ ყოფნას დაემთხვა. 

 

"ლაივპრესის" მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ჩამწკრივებულ, აგრესიულ სპორტსმენებთან ყველაზე პირველი გიგა ბოკერია მივიდა და მათთან მოლაპარაკებით სცადა სიტუაციის განმუხტვა. მან მოჭიდავეებს დისტანცირება შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. ამის შემდეგ შეკრებილებს უკვე ნიკა მელია მიუახლოვდა. პირველი ჩოჩქოლი, რასაც შემდეგ ხელცართული ჩხუბი მოჰყვა, სწორედ მაშინ დაიწყო. კადრებში კარგად ცანს, რომ ნიკა მელიას თავდაპირველად ხელს გამორჩეული გარეგნობის, მაღალი, გრძელთმიანი მამაკაცი ურტყამს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის გიორგი (ჯიჯა) გიგაურია, რომელიც არაერთხელაა დაფიქსირებული "ქართული ოცნების" აქტიურ მხარდამჭერთა შორის, ასევე, ოფიციალურ წინასაარჩევნო შეხვედრაზე. 

 

grdzel.jpg

grdzeli1.jpg

grdzeli2.jpg

 

ასევე, ძალადობით სხვებისგან აშკარად გამოირჩეოდა კიდევ ერთი სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილის 85 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავე ვლადიმირ გეგეშიძე. როგორც პარლამენტის წევრი გივი თარგამაძე წერს, ვლადიმირ გეგეშიძე გეგა გეგეშიძის ძმაა, გეგა გეგეშიძე კი, მისივე თქმით, არის "ჭიკაიძის დაცვის ყოფილი უფროსი, ქურდულ სამყაროსთან შსს-ს დანაშაულებრივი კავშირების გამბმელი, "ლავას ოღლის" საზღვარზე გადმომყვანი, 20 წლის პოლიციელის მკვლელის საზღვარზე გამპარებელი, ყოფილი მოჭიდავე".

 

კადრებსა და ფოტოებზე ჩანს, რომ სწორედ ვლადიმირ გეგეშიძე ურტყამს ყველაზე ხშირად დეპუტატებსა და ენმ-ს სხვა წევრებს, ასევე, შეიარაღებულია "დუბინკით":

 

gege.jpg

 

darcheulebi.jpg

 

როგორც გივი თარგამაძე წერს, დღევანდელ "ღონისძიებაზე" "საკუთარი ხალხის მობილიზაციას ამ ჯგუფში ახდენს დამნაშავეთა სამყაროს ცნობილი წარმომადგენელი, ამჟამად რუსეთში, სოჭში მცხოვრები დავით ქარსელაძე, იგივე კალატოზა, რომლის მონაწილეობას ამ ალიანსში მოწმობს როგორც რუსეთიდან მისი მილიონიანი გადარიცხვა კალაძესთან, ასევე მისი ძმის, ყოფილი კრიმინალ-პოლიციელის "არჩევა" თბილისის ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარედ.

 

მობილიზაციაში მონაწილეობას იღებენ ის ქურდებიც, ვისთანაც კონტაქტობს გეგა გეგეშიძე. საერთო ხელმძღვანელობას ამ ჯგუფს უწევს რვა ქურდის მონა ვიცეპრემიერი კალაძე. დღეს ზუგდიდში თავი გამოიჩინეს გეგა გეგეშიძის ძმამ, ასევე მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძემ, მისივე ბიძაშვილმა გიორგი (ჯიჯა) გიგაურმა, კალაძის უკვე სამტრედიისა და გარდაბნის არჩევნებიდან ცნობილმა პირადმა ზონდერმა კობა ტყეშელაშვილმა და ამ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა".

 

mochid3.jpg

mochid4.jpg

mochid5.jpg

mocid2.jpg

 

და, რაც მთავარია, დღევანდელ დაპირისპირებაში, წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგითი - ლაშა დვალიშვილიც მონაწილეობდა. ყოველ შემთხვევაში, თავდაცვის სამისნიტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე აპრილში გამოქვეყნებული ფოტოს, ვიდეოსა და ტექსტის მიხედვით, ის იმ დროს შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა და პირველი კლასის ქვეითი იყო:

 

samxedro-dval.jpg

 

საბოლოო ჯამში, სასტიკად არიან ნაცემი გიგა ბოკერია, ნიკა მელია, თენგიზ გუნავა, აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური, ლაშა დამენია, თენგიზ ჭანია და სხვა ენმ-ელები. თვითმხილველთა განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ საპატრულო პოლიციას ურეკავდა ყველა, დაწყებული ადგილობრივებიდან და დასრულებული დეპუტატებით, ადგილზე პოლიციის მცირე რაზმი მხოლოდ მას შემდეგ მივიდა, რაც ჩხუბის პირველმა, ყველაზე მძიმე ტალღამ უკვე გადაიარა. 

 

კუნთმაგარი სპორტსმენები არც პოლიციას ეპუებოდნენ: კადრებში კარგად ჩანს, როგორ იწევს თენგიზ გუნავასკენ ერთერთი "დაკუნთული" მაშინ, როცა გუნავას პოლიციელი იცავს თავდასხმისგან. ისმის გინების ხმებიც. ამ მასალას თანდართულ კადრებში კარგად ჩანს, რომ მოჭიდავეებმა და სხვა აგრესიულმა პირებმა პოლიციის მოსვლის შემდეგაც არ შეწყვიტეს "ნადირობა" ენმ-ს წევრებსა და მომხრეებზე. 

 

ამასთან, სპორტსმენები აგრესიით გამოირჩეოდნენ ჟურნალისტების მიმართაც: "ლაივპრესის" ჟურნალისტს მათ გადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს და დაემუქრნენ, ხოლო "აიპრესის" ჟურნალისტებს, გარდა იმისა, რომ დაემუქრნენ, ტელეფონიც წაართვეს. 

 

ენმ-მ მომხდართან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი ინციდენტიდან ცოტა ხანში მოაწყო და იმ პირთა ვინაობა დაასახელა, ვინც უკვე გაშიფრეს, როგორც ჩხუბის მონაწილეები. ენმ-ს ვერსიით, ეს სია ასე გამოიყურება:

 

1. კობა ტყეშელაშვილი, (შავსათვალიანი), კალაძის და ივანიშვილის მარჯვენა ხელი, ამ მოძალადეების უფროსი.
2. გიგა ტყემალაძე, ბრძოლა წესების გარეშე
3. ვლადიმერ გეგეშიძე, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
4. გიო უბილავა, მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია
5. ნოშრევან წურწუმია, კარატეს ეროვნული ფედერაცია
6. ლევან დემურია, ალგანის თანამშრომელი
7. გიორგი გიგაური
8. ლაშა დვალიშვილი
9. გიორგი კურუა
10. დავით ხორავა
11. ნიკა ჭკადუა
12. ნიკა ნანობაშვილი
13. მაიზერ ნანავა
14.ლაშა დვალიშვილი

 

მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც უკვე შსს-მ განაცხადა დამნაშავეთა დადგენის მიზნით საგამოძიებო ქმედებების დაწყების შესახებ, "კურიერმა" მოჭიდავეები და კორცხელის ინციდენტის მონაწილე სხვა პირები ზუგდიდში, ერთერთ რესტორანში გადაიღო. 

 

საგანგებო ბრიფინგი "ქართულმა ოცნებამაც" ჩაატარა და განაცხადა, რომ ენმ გადაიქცა გიგა ბოკერიას პარტიად, რომელმაც პარტია "აახია" მიხეილ სააკაშვილს, დღეს კი "გიგა ბოკერიას კლანმა" შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას და ამისთვის "გიგა ბოკერიას ზონდერები" გამოიყენეს.

 

"ზონდერებს" შორის "ოცნებამ" კუდ-ის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია, ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი წევრი, ასევე ყოფილი პოლიციელი თენგიზ ჭანია დასაახელა, რომელიც დღეს თავად სცემეს სასტიკად. აღსანიშნავია, რომ თენგიზ ჭანიას, იგივე "ჭანოს" ყველა ძალოვანი და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი იცნობს, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ყველა ბრძოლის მონაწილეს. ის და მისი ძმა (ტყუპი) ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს თავდაცვის სამინისტროდან გაათავისუფლეს.  

 

როგორც "აფხაზეთის ხმისთვის" გახდა ცნობილი, ინციდენტში მონაწილე პირებიდან ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. 

 

შენიშვნა: ტელეკომპანია "ოდიშის" კადრები

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?