
"როგორი საიმედო პარტნიორია ნატო, ეგერ, უკრაინაში გამოჩნდა, რომელიც ისეა დაშლილი, არა მგონია, ააწყონ, ასევე კარგად ჩანს აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც თითქმის ყველა ქვეყანა ომშია გახვეული, ჩვენს გარდა და ახლა აქაც უნდათ გადმოტანა", - აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა გადაცემა "არჩევანში".
თამაზ მეჭიაურმა ასევე უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას იმის შესახებ, რას ფიქრობს საზოგადოების ნაწილში გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომ მისი განცხადებების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას:
"მე მაქვს კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან, შეხვედრა არ მქონია, სატელეფონო საუბარი მქონდა სულ სხვა საკითხზე, ტელეფონით რა უნდა მელაპარაკა? ვაპირებ ამ უახლოეს მომავალში შეხვედრასაც. მე არც ბიძინა ივანიშვილის ჭკუაზე დავდივარ ყოველთვის და თუ მიმაჩნია, რომ ქვეყანა სხვა გაზით უნდა წავიდეს, შემიძლია მის მოსაზრებებს არ დავეთანხმო და რატომ არის ის განწყობილი პროდასავლურად, რატომ სჯერა დასავლეთის თუნდაც კვირიკაშვილს, ეს მე არ ვიცი, მაგრამ მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჩემი სიყვარულისა და პატივისცემისა, რაშიც არ ვეთანხმები, იმას მხარს ვერ დავუჭერ", - აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.
"მე რას მამადლიან ამ პარლამენტში ყოფნას, მაჟორიტარად ვიყრიდი კენჭს და მომახსნევინეს და სიაში სადღაც სამოცდამეათედ გადამაგდეს და გვიან შევედი მაგ პარლამენტში, მეძახონ ბიძინა ივანიშვილის ხელდასხმული, ყველანი ბიძინა ივანიშვილის ხელდასხმულები არ ვართ, თავის ფრაქციინად?", - თქვა თამაზ მეჭიაურმა "არჩვანში".