-
2016-05-03 17:48
სოციალურ ქაელებში იხსენებენ საქართველოს ყოფილი პრემიერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას 2012 წლის წინასაარჩევნო მიტინგზე, სადაც თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე და სხვა ტერიტორიებზე ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები იმის გამოა გაკრიტიკებული, რომ ასწლოვანი ხეები იჭრებოდა.
"როცა შენს თვალწინ იჭრება ასწლოვანი ხეები... რომ მერე ერთმა კაცმა შეთითხნილი კედლების ფონი დეკორაციად გამოიყენოს, როცა იცი, რომ ეს ყველაფერი ერთი თვითმარქვია არქიტექტორის ამპარტავნობის ასპარეზად არის გადაქცეული, არ შეიძლება, არ მოგინდეს ამ კაცის შეჩერება", - ამბობს ექსპრემიერი.
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ბოტანიკური ბარის კუთვნილი მიწის გასხვისებაში არაფერია ტრაგიკული, რადგან ბიძინა ივანიშვილს ბუნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ბოტანიკურ ბაღს და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებს წლების განმავლობაში საკუთარი სახსრებით ინახავდა.
”ბიძინა ივანიშვილს ბუნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და ეს მისი პირადი განწყობისთვის არ კეთდება. პროცესი მიმდინარეობს, რაც ჩვენთვის არის ცნობილი, თავად ბოტანიკური ბაღისთვის უკეთესი და უფრო სასარგებლო პირობებით. მოტივაცია არის ერთადერთი, რომ სარგებელი ნახოს ყველა იმ ადამიანმა, ვისთვისაც ღირებულია ბაღი და ბუნება”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.