
გუშინ ღამით დაარბიეს ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩუღურეთის რაიონის ოფისი. ჩამსხვრეულია პრაქტიკულად ყველა მინა. დათვალიერებით ჩანს რომ ეს ვანდალური აქტი ჩაიდინა ორგანიზებულმა ჯგუფმა, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით მივიდა ოფისთან აგურებით, ასფალტის ბელტებითა და არმატურებით შეიარაღებული.
ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" მოუწოდებს სამართალდამცავ სტრუქტურებს, სასწრაფოდ მოხდეს აღნიშნული ფაქტის გამოძიება და დამნაშავეები დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით.