
"სენი, როგორიც არის ივანიშვილი, არის ერთჯერადი, როგორც წითელა და მეორედ არ გემართება. როგორც ქუნთრუშა და კიდევ სხვა - ეს არის სახადი", - განაცხადა "პოსტსკრიპტუმთან" ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ვერ გააყალბებს არჩევნებს, ისევე, როგორც ვერ წაიღო "რუსთავი-2": "არჩევნებს ვერ გააყალბებს, მაგას სჭირდება ძალოვანი მომენტები, მაგას სჭირდება შენი თავგადაკლული მომხრეები, რომლებშიც ფულის გარდა, სხვა რამეც მოტივირებს. ერთხელ დახარჯული ფული სულ სხვა არის, მაგრამ ფულსაც არ ხარჯავს ეგ... მეორედ ერთსა და იმავე მდინარეში ვერ შეხვალ", - ამბობს სააკაშვილი.