
23 აპრილს, ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა “გირჩი“, კიდევ ერთი ახალი ოფისი, ამჯერად ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის 97 ნომერში გახსნა. „გირჩის“ ჩუღურეთის ორგანიზაციას ნათია კალაძე უხელმძღვანელებს.
„გირჩი“ აგრძელებს ოფისების გახსნას საქართველოს ყველა რეგიონსა თუ რაიონში, რაც შესაძლებლობას გვაძლევს მოვისმინოთ მოსახლეობის პრობლემები და ერთად ვეძებოთ ამ პრობლემების გადაჭრის გზები“ - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
„ოფისის გახსნა - ეს არის კარგი შესაძლებლობა ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობისთვის, რადგან მათ უკვე დღეიდან შეუძლიათ მიმართონ ოფისს, გაიგონ ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“-ს პროგრამების შესახებ, გაწევრიანდნენ ჩვენს პარტიაში, განიხილონ ახალი იდეები, ხედვები და ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე - განაცხადა ნათია კალაძემ.