გივი თარგამაძე პროკურატურაშია დაბარებული

Image

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი გივი თარგამაძე პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.

 

“უწყება მივიღე. ხვალ 12 საათზე ქალაქის პროკურატურაში მიბარებენ მოწმის სახით სამაგალითო პოლიციელის რუსლან ბაზიაშვილის წინააღმდეგ თავკერძას ბრძანებით ჰაკიმის დავალებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე.

 

“პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს. დაუშვებელია ამ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი მასალის დაყადაღება. ეს უფლება პარლამენტის წევრს უნარჩუნდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც” – ეს ჩანაწერი მეორდება საქართველოს კონსტიტუციაში (მუხლი 52), საქართველოს კანონში საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ (მუხლი 18. იმუნიტეტი), საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (მუხლი 20), ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (მუხლი 50) გვამცნობს, რომ:

 

“პირი, რომელიც არ არის ვალდებული, იყოს მოწმე

 

1. მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება:

 

ვ) საქართველოს პარლამენტის წევრს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს”;

 

უწყებაში კი წერია, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში გამოყენებულ იქნება იძულებითი მოყვანა, რაც მამცნო კიდეც გამომძიებელმა და რაც ყოველივე ზემოთქმულის თავზე გადავლაა.

 

ბატონებო, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ვნახეთ, მე ოთხმაგი დაცვა მაქვს და უწყების მინაწერიცა და გამომძიებლის გაფრთხილებაც არ მანაღვლებს, აუცილებლად გამოვცხადდები ხვალ, ვინაიდან თავს ვალდებულად ვთვლი, დავიცვა დღესაც ხალხის სამსახურში მდგომი პოლიციელი რუსლან ბაზიაშვილი, ასევე, კატეგორიულად მოვითხოვო პროკურატურისგან, შეწყვიტონ პოლიციელების, სპეცრაზმელების, კონტრდაზვერვის, თუ სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელ პატრიოტთა დევნა და აღძრან სისხლის სამართლის საქმეები იმ მრავალჯერად დანაშაულებზე, რომლებშიც პოლიციისა და ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები ქურდულ სამყაროსთან ალიანსში მონაწილეობენ და რომლებზეც მე მზად ვარ მივაწოდო მათ ინფორმაცია”, – წერს თარგამაძე "ფეისბუქზე".

 

UWYEBA.jpg

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !