შვეიცარიული საათების ბრენდმა "Richard Mille"-მ ოფიციალურად გამოაცხადა ისტორიული პარტნიორობა UFC-ის მსოფლიო ჩემპიონ ილია თოფურიასთან.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საბრძოლო სპორტის წარმომადგენელი აღნიშნული ბრენდის ელჩთა რიგებს უერთდება.
“ძალიან ვამაყობ, რადგან Richard Mille-სთან პარტნიორობა უდიდესი მოვლენაა, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი საბრძოლო სამყაროსთვის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვთანამშრომლობ ისეთ ბრენდთან, რომელიც ასოცირდება სრულყოფილებასა და პროფესიონალიზმთან“ - განაცხადა ილია თოფურიამ.
ცნობისთვის, ილია თოფურიას გარდა "Richard Mille"-ს პარტნიორები არიან: დიდიე დროგბა, ფელიპე მასა, ჯონ მალკოვიჩი, ლანდო ნორისი, ფარელ უილიამსი და სხვები.
