
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე პასპორტი აქვს და ერთად არცერთი არ დააქვს, რომ არ დაკარგოს, ასე რომ ფურცლები ვიზების ჩასარტყმელად დიდხანს ეყოფა.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა "ნანუკას შოუში" განაცხადა:
"საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, ჩვენ არ გვაინტერესებს საერთოდ, მაგრამ 4 პასპორტი აქვსო. საიდან იციან, თუ არ აინტერესებთ?! აშშ-ს ვიზებიც სხვადასხვა პასპორტებში მირტყია. პოლონეთში სულ მეხუმრებიან, რომ აგერ, კომპიუტერში გვიგდებს, რომ თქვენი მთავრობა (ზოგჯერ ეპითეტებით მოიხსენიებენ) გკითხულობთ, სადა ხართო.
ბევრად უფრო გვიან დამიმთავრდება ფურცლები, ვიდრე საქართველოში განვითარდება შესაბამისი მოვლენები. ასე რომ, მაგის იმედი ტყუილად აქვთ. რამდენიმე პასპორტი მაქვს და ყველა ერთად არასდროს დამაქვს, რომ არ დავკარგო", - ამბობს სააკაშვილი.