
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 24%-ს სჯერა, რომ პრობლემებს კოალიცია ქართული ოცნება მოაგვარებს, ხოლო 10% ამ კუთხით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ენდობა.
რაც შეეხება თავისუფალ დეოკრატებს, ლეიბორისტულ პარტიას, პატრიოტთა ალიანსს და ნინო ბურჯანაძის პარტიას, მათ გამოკითხულთა ნდობის თანაბარი 2-2% ერგოთ.
პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა, რომ პრობლემებს მოაგვარებენ, გამოკითხულთა 20%-ს საერთოდ არ აქვს.
კვლევაში მონაწილეთა სწორედ ამდენი პროცენტი ფიქრობს, რომ პრობლემების მოგვარებას ვერც ერთი არსებული პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს. კითხვაზე პასუხზე უარი თქვა გამოკითხულთა 37%-მა.