
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა პოლიტიკურად მიკერძოებულ მართლმსაჯულებაზე საუბრობს.
"აი-დი-ეფ-აის" მიერ მომზადებული ანგარიში ახალი ხელისუფლების პირობებში წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების ანალიზს ეყრდნობა. მასში მიმოხილულია ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეები.
დემოკრატიულ ინიციატივაში ამბობენ, რომ კვლევის დროს არაერთი სერიოზული დარღვევა გამოვლინდა. საუბარია პასუხისგებაში მიცემულ პირთა უფლების უხეშ დარღვევასა და დისკრიმინაციაზე პოლიტიკური ნიშნით, ასევე გამოძიების მიკერძოებულობაზე.
"რუსთავი-2"