-
2015-03-23 00:14
5-7 ათასი ადამიანის მოგროვებით,აჩვენეს, რომ ცოცხლები არიან, - ასე აფასებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გუშინ გამართულ აქციას.
როგორც ივანიშვილმა გადაცემაში ,,კვირის 20.30" განაცხადა, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" უმიზეზოდ მოითხოვა ხელისუფლების გადაყენება.
,,იმით, რაც მოაგროვეს, 5 თუ 7 ათასი ადამიანი, აჩვენეს, რომ ცოცხლები არიან. ისინი თავხედურად გამოდიოდნენ და აბსოლუტურად უმიზეზოდ მოუწოდებდნენ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, გადადგომას. აკო მინაშვილმა თქვა, ჩააბარეს აფხაზეთი და ოსეთიო. ასეთი ცინიზმის ატანა ძალიან რთულია", - აღნიშნა ივანიშვილმა.
ივანიშვილი ფიქრობს, რომ საზოგადოებაც გაიზარდა, რადგან მოძალადეებს აქციის ჩატარების უფლება მისცა.
,,გუშინ ჩანდა საზოგადოების ზრდა და როგორ ლაღად და იუმორით უყურებს ამ ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ ცდილობს ისინი სიცრუეში ამყოფოს. ნახეთ, როგორი კულტურული ხალხი ვართ ქართველები?! მოძალადეებს მივეცით უფლება დემონსტრაცია ჩაეტარებინათ", - განაცხადა ივანიშვილმა.