
ამ დროისთვის „თავისუფლების მოედნის“ ტრიბუნის წინა ნაწილი მთლიანად შევსებულია, აქციას უერთდებიან კოლონები „ვარდების მოედნიდან“.
მოედანზე უკვე მივიდნენ კოლონები გურიიდან და კახეთიდან, ამ წუთებში მოედნისკენ მიდის სამეგრელოს კოლონა.
შეკრებილებს სიტყვებით მიმართეს დავით ბაქრაძემ და ნიკა მელიამ,რომლებმაც გამოაცხადეს, რომ მიტინგი რამდენიმე წუთში დაიწყება.
ისმის შეძახილები: „გადადექი!", „წადი!".
აქციის მონაწილეებს გამოტანილი აქვთ პლაკატები: "ბიძინა,წადი!", "ლიახვის ტალღები ღელავს, ბიძინა!".
გამოტანილია საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის დროშები.