
საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, ფოთში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ „თავისუფალი ზონის“ მხარდამჭერი მოსწავლეების მობილიზაცია მოახდინა ფილმის ჩვენებაზე, ხოლო ზუგდიდში აქციის მონაწილეებს ქვები და ხელკეტები დაუშინეს, რასაც ადეკვატური რეაქცია მოჰყვა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ორივე შემთხვევაში პროვოკაცია „ნაციონალური მოძრაობისგან“ მოდიოდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აპელირებული ორგანიზაციის ოფისებთან მოხდა გამიზნული პროვოკაცია, აქციის მონაწილეებს ხელკეტები და ჯოხები დაუშინეს, რასაც რეაქცია მოჰყვა და რაც შემდეგ მოხდა, ეს არის ყოვლად მიუღებელი, მაგრამ ამ ხალხს აქვს ღირსება და თავმოყვარეობა“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.
„იმაზე გადაიტანეს საზოგადოების ყურადღება, ამ ფილმს ბავშვებს რატომ უჩვენებდნენო, თორემ იმაზე არა, თვითონ როგორ ექცეოდნენ ბავშვებს კოლონიებში“, - დაამატა ირაკლი ღარიბაშვილმა.