
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც მან სრული საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა ჩრდილოეთის ფლოტზე, დასავლეთის სამხედრო ოლქის ცალკეულ ნაწილებში და საჰაერო-სადესანტო ძალებში.
ბრძანების მიხედვით, საბრძოლო განგაშის გამოცხადების მიზეზი შემოწმებაა. ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დაადასტურა.
სულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი 38 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 3.360 ერთეული საბრძოლო ტექნიკა, 41 ხომალდი, 15 წყალქვეშა ნავი, 110 თვითმფრინავი და ვერტმფრენი.
შეიარაღებული ძალების მოულოდნელი შემოწმება პრეზიდენტმა უკვე დაიწყო, - იუწყება შოიგუ.
შეგახსენებთ, რომ 5 მარტს რუსეთის სამხრეთით ფართომასთაბიანი სწავლება დაიწყო, რომელშიც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ნაწილები მონაწილეობენ. მასში, საერთო ჯამში ორი ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. მანამდე, 4 მარტს ჩატარდა ბირთვული იარაღის მოულოდნელი შემოწმება იოშკარ-ოლაში.