
გავრცელებულ ინფორმაციას „ქართულ ოცნებაში” ახალი სახეების ძიების შესახებ ეკა ბესელია ადასტურებს.
მისი თქმით, წარმატებების მისაღწევად პარტიას ახალი სახეები სჭირდება.
„გვინდა, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია გაძლიერდეს კიდევ უფრო მეტად და სიახლეები იყოს, რაც გულისხმობს ახალი სახეების შემოსვლას, წევრთა რაოდენობის გაზრდასა, გარკვეულ ცვლილებებს,” - განაცხადა ეკა ბესელიამ.
„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, კონსულტაციები ინტელექტუალური კლუბის - „რა? სად? როდის?“ ცნობილ სახეებთან მიმდინარეობს.