ერთადერთი ჯგუფი, რომელსაც ჩვენს ევროპულობასთან კითხვები აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეული ნაწილია,-ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე აცხადებს.
„ერთადერთი ძალა, რომელსაც კითხვები გააჩნია, ჩვენს ევროპულობასთან, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" რაღაც გარკვეული ჯგუფი. სხვა მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ კურსი რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია და არა რომელიმე კონკრეტულმა პიროვნებამ, პოლიტიკოსმა, ან პარტიამ, უცვლელია“, - ამბობს ვიცე-პრემიერი.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსის ურყევობა და მის მიმართ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს პრემიერმინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის შეხვედრაზე.