-
2014-04-01 19:06
IRI-ს კვლევის მიხედვით, ნატოში ინტეგრაციის მომხრე გამოკითხულთა 58%-ია, რაც აჩვენებს, რომ 2013 წლის მაისში გამოქვეყნებულ შედეგებთან შედარებით მხარდამჭერთა რაიოდენობა სამი პროცენტით შემცირებულია.
როგორც ნატოს საინფორმაციო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი თენგიზ გოგოტიშვილი წერს, ნატოში ინტეგრაციის მომხრეთა მაჩვენებელი 60%-ზე ნაკლები არასდროს ყოფილა.
,,60–ზე ქვემოთ არასდროს ჩამოსულა!!!! 70–ს ქვემოთ რომ იყო, იმას ვნერვიულობდით და ვთათბირობდით, რა გვექნა და როგორ. და არ დამიწყოთ ახლა, ნატომ უკრაინაში ვერ ივარგა, ხალხს გული აუცრუვდა და მისთანები – ჩვენი ომის შემდეგ (სადაც ნატომ ასევე არაფერი ქნა), 2009 წლის გახაფხულზე კვლევა რომ ჩავატარეთ, მომხრეთა მაჩვენებელი 71 თუ 72 პროცენტი იყო!
2009–ში რომ კვლევა ჩავატარეთ, საგანგებოდ გვქონდა გაკეთებული აქცენტი იმ რაიონებზე, რომელთაც ნახევარი წლით ადრე ომმა გადაუარა. გვეგონა, რომ იქ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი იქნებოდა. პირიქით იყო!!!! ახლა იგივე ხალხი ჭყოიძის კანტორის დამფუძნებლებად ეწერება,“- წერს გოგოტიშვილი ,,ფეისბუქზე“.
შეგახსენებთ, რომ IRI-ის რესპონდენტთა 61%-ის აზრით, ნატო-ს მომავალ სამიტზე ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოს MAP-ი უნდა მიანიჭოს. შესაბამის კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 31%-ს , ხოლო 8%-ი უახლოეს სამიტზე ქვეყნისთვის MAP-ის მინიჭების წინააღმდეგია.
ამასთან, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა - 58%-ი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას, თუმცა ეს მაჩვენებელი წინა კვლევის შედეგებთან შედარებით შემცირებულია, რადგან გასული წლის მაისის კვლევის მაჩვენებელი 61%-ი იყო.
IRI-მ გამოკითხვა 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩაატარა. გამოკითხვაში 18 წელს გადაცილებულმა 3 992 მოქალაქემ. მიიღო მონაწილეობა. ცდომილება 1,5%-ს შეადგენს.