-
2014-04-01 16:45
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად გამოკითხულთა 94% ყველაზე სანდო ინსტიტუციად ეკლესიას მიიჩნევს.
კვლევის მიხედვით, ეკლესიას სანდოდ არ მიიჩნევს 1%, 5%-ს კი პასუხი არ აქვს.
ნდობის რეიტინგში მესამე პოზიციას, 84 %-ით ქართული მედია იკავებს, ქართულ მედიას არასანდო ინსტიტუციად 9% ასახელებს, 7%-ს აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, პოლიციას სანდოდ გამოკითხულთა 82% მიიჩნევს, 10% არ მიიჩნევს, 8%-ს კი პასუხი არ აქვს.
გამოკითხულთა 93% სანდო ინსტიტუციად ჯარს მიიჩნევს, 2% არ მიიჩნევს სანდოდ, 5%-ს კი პასუხი არ აქვს.
საქართველოს მთავრობას სანდო ინსტიტუციად გამოკითხულთა 69 % ასახელებს, 23%-ს აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს, 8%-ს კი პასუხი არ აქვს.
საქართველოს პარლამენტს სანდო ინსტიტუციად გამოკითხულთა 68% ასახელებს, 25%-ს აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს, 7%-ს კი პასუხი არ აქვს.
განათლების სისტემას სანდოდ რესპოდენტთა 64% ასახელებს, 25%-ს აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს, ხოლო 11%-ს კი პასუხი არ აქვს.
სასამართლოს სანდო ინსტიტუციად გამოკითხულთა 52% მიიჩნევს, 25% არ მიიჩნევს, 23%-ს კი პასუხი არ აქვს.
ამავე კვლევის თანახმად, ცენტრალურ საარჩვენო კომისიას სანდოდ გამოკითხულთა 50% ასახელებს, 19%-ს აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს, 31%-ს კი პასუხი არ აქვს.
საქართველოს პროკურატურას სანდო ინსტიტუციად რესპოდენტთა 50% მიიჩნევს, 25% არ მიიჩნევს, 25%-ს კი პასუხი არ აქვს.
ადგილობრივ თვითმმართველობას სანდოდ გამოკითხულთა 47% ასახელებს, 35%-ს აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს, ხოლო 18%-ს კი პასუხი არ აქვს.
ომბუდსმენის ოფისს სანდოდ გამოკითხულთა 46% ასახელებს, 20%-ს აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს, ხოლო 34%-ს კი პასუხი არ აქვს.
პოლიტიკურ პარტიებს სანდოდ 37% მიიჩნევს, სანდოდ არ მიიჩნევს 44%, ხოლო 19%-ს პასუხი არ აქვს.
სანდოობის რეიტინგში ბოლო ადგილს გუბერნატორების ინსტიტუტი იკავებს. სანდოდ 32% ასახელებს, 36%-ს აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს, ხოლო 32%-ს პასუხი არ აქვს.