
"ტაბულა" ერთიანი ეროვნული გამოცდების წლევანდელ ისტორიის გამოცდაზე, მეორე ვარიანტში აბიტურიენტებისთვის შეთავაზებულ ანტი-ნატოს კარიკატურას აქვეყნებს.
კარიკატურის მიხედვით, სარეცხის თოკზე გაკიდებული პირობითი ადამიანებისგან, რომლებიც, სავარაუდოდ, სხვადასხვა ქვეყნებს განასახიერებენ, ამერიკულ ფორმაში გამოწყობილი პირი თოკზე დაკიდებულთა ქვეშ დადგმულ ვარცლებში ფულს ბერტყავს.
"ყურადღებით შეისწავლეთ ქვემოთ მოცემული კარიკატურა, კარიკატურაზე მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით უპასუხეთ დასმულ კითხვებს, ხოლო პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას. დავალების მაქსიმალური ქულაა 5.", - აღწერილია კარიკატურის ანოტაციაში.
რაც შეეხება კითხვებს, დასმული იყო შემდეგი სახის კითხვები:
1. რომელი საერთაშორისო ორგანიზაციაა გაკრიტიკებული კარიკატურაზე?
2. რომელი სახელმწიფოა გაშარჟებული კარიკატურის მიხედვით და რატომ?
3. ჩვეულებრივ, რომელ სახელმწიფოში იქმნებოდა მსგავსი სახის კარიკატურები ყველაზე მეტად და ყველაზე ხშირად?
. რა ეწოდება საერთაშორისო ურთიერთობების იმ პერიოდს, რომელსაც ზემოთ მოტანილი კარიკატურა ასახავს?