
ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრები სიცრუის დეტექტორზე შეამოწმეს. ამ ინფორმაცის დაღუპული ჩვილის დეიდა "პირველ რადიოსთან" ადასტურებს.
დალი მექერიშვილი თქმით ამ ინციდენტის შემდეგ ბავშვის დედა შეუძლოდ გახდა და ამ წუთებში საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სიცრუის დეტექტორზე 10 თვის ბარბარე რაფალიანცის დედა, დეიდა, ბებია და ოჯახის კიდევ სამი წევრი შეამოწმა.
როგორც დალი მექერიშვილმა "პირველ რადიოს" განუცხადა ოჯახის წევრები შსს–მ ისე წაიყვანა, რომ მათთვის ცნობილი არ იყო სიცრუის დეტექტორით შემოწმების შესახებ. კითხვები ძირითადად ბავშვის გარდაცვალებასთან ოჯახის წევრების შესაძლო კავშირს ეხებოდა.
შეგახსენებთ, რომ 10 თვის ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ, საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ქვევრს ზემოდან ქვა ჰქონდა დაფარებული.