
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რუსთავის მე-5 სასაჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფმა 150-მა პატიმარმა უარი თქვა პურის მიღებაზე და შიმშილობა გამოაცხადა.
აღნიშნულ ინფომაციას თავად პატიმრები ავრცელებენ. მათი მოთხოვნა სასჯელის შემსუბუქებაა.
"ქალთა კოლონია დაჯდა უვადო შიმშილობაზე, იმიტომ, რომ ჯალათს მიუსაჯეს სამი წელი, იმ რეჟიმის მსხვერპლნი ვართ ყველა ქალი დედები, რომელთაც კიდევ შვიდი და რვა წელი გვაქვს მისჯილი და უამრავი სასჯელი დაგვრჩა წინ. პური დაბრუნდა სრულიად უკან მთელი კოლონია ვინც ვერ დაჯდა საშიმშილოდ სოლიდარობა გამოგვიცხადა და პური დაბრუნდა და 150 ქალამდე ვზივართ და ვშიმშილობთ, ვითხოვთ გედევან ფოფხაძისგან და ეკა ბესელიასგან, რომ რომ რაიმე ქალებისთვის და დედებისთვის გააკეთონ, კადრებს, რომ ახვევენ და მეტი, რომ არაფერი არ ხდება ჩვენ ვართ იმ რეჟიმის მსხვერპლები"- აცახდებს "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ერთ-ერთი მოშიმშილე ნინო კობახიძე.
აღნიშნულ ინფორმაციას სასჯელაღსრულების სამინისტრო ფლობს და დღის ბოლომდე სუბარის უწყებაში განცხადებაც გაკეთდება.