-
2014-03-17 14:06
მემარცხენე ორგანიზაციის „დრუგაია როსიას“ რამდენიმე აქტივისტი მოსკოვში უკრაინის საელჩოს დაესხა თავს და იქ შეღწევა სცადა, მაგრამ პოლიციამ ისინი დააკავა.
ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იტყობინება და წერს, რომ შეჭრის მცდელობა ერთობლივად აღკვეთეს პოლიციამ და უკრაინის საელჩოს დაცვის სამსახურმა.
„ფეისბუქზე“ და „ვ კონტაქტე“–ში „დრუგაია როსიას“ გვერდებზე იტყობინებიან, რომ აქტივისტები უკრაინის საელჩოს ტერიტორიაზე შევიდნენ და მის დატოვებაზე უარი განაცხადეს. აქცია ჩატარდა ლოზუნგით: „კიევი – რუსული ქალაქია!“.